მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტმა უარით უპასუხა პარლამენტის თხოვნას რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით

პრეზიდენტმა უარით უპასუხა პარლამენტის თხოვნას რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით

Published on

.,,მე  უარით ვპასუხობ  პარლამენტიდან შემოსულ თხოვნას, დაინიშნოს საგანგებო სესია  კონსტიტუციის ცვლილების კანონპროექტის განხილვისათვის " – განაცხადა ქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 
ამასთან, მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მისი უარის მიუხედავად, პარლამენტს აქვს უფლებამოსილება რიგგარეშე სხდომა მაინც გამართოს.
"მინდა საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურში, რომ ეს რეალურად ვერ შეცვლის ვითარებას და თუ არის გადაწყვეტილება ამ სესიის მოწვევის, მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის უარის მიუხედავად, მაინც არის შესაძლებელი რიგგარეშე სესიის მოწვევის", – აღნიშნა მარგველაშვილმა. 
პარლამენტის რიგგარშე სხდომა, ხვალ უნდა გამართულიყო. მასზე საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის გარდა, ასევე დაგეგმილი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა. 
 
 პრეზიდენტმა დეტალურად განმარტა უარის თქმის მიზეზები: 
,, – გუშინ საზოგადოებამ მოისმინა საკონსტიტუციო პროცესისათვის და რეფორმისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. ეს არის უარის თქმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე. რეალურად, ეს ცვლილება თვისებრივად ცვლის იმ შემოთავაზებულ პროექტს კონსტიტუციის რეფორმისა, რომელიც განხილულ იქნა ქართული საზოგადოების მიერ და რომელიც განიხილა ვენეციის კომისიამ. 
 
ამ ვითარებაში ის, რაც დარჩა სახელიდან „ფუნდამენტური ცვლილებები კონსტიტუციისა“ და მოლოდინიდან, რომ ქართული საზოგადოება მიიღებდა კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს კონსტიტუციის დახვეწის თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით. ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ეხება უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციებს და უფლებებს. ეს ეხება კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას. ანუ, რის თაობაზეც ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით მაშინ, როდესაც იქმნებოდა საკონსტიტუციო კომისია, იმ სულისკვეთებაზე, რომელზეც მოგახსენებდით, რომ მიმართულია რეალურად პრეზიდენტის წინააღმდეგ, საბოლოოდ მივედით ამ ვერსიამდე.
 
არსებულ ვითარებაში შემოსულია პარლამენტიდან თხოვნა, დაინიშნოს საგანგებო სესია იმისთვის, რომ განხილულ იქნას წარმოდგენილი კანონპროექტი. მე ამ თხოვნას უარით ვპასუხობ,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...