მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რატომ არის იგი გიჟი პუტინის თვალში

მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რატომ არის იგი გიჟი პუტინის თვალში

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციურ ძალთა ლიდერი მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე ეხმაურება ვლადიმერ პუტინის მიერ  ამერიკელ რეჟისორისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც იგი მას გიჟად იხსენიებს და განმარტავს,   რატომ არის იგი გიჟი პუტინის თვალში. 
 
,,პუტინს უბრალოდ არ შეუძლია არ მახსენოს. – წერს მიხეილ სააკაშვილი – ამერიკელი რეჟისორის ოლივერ სტოუნისათვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ყველამ იცის ვინა ვარ – გიჟი. 
ეს ძველი გებისტური მეთოდია  შეშლილად შერაცხო  ყველა ოპონენტი . 
პუტინის თვალში მართლაც გიჟი უნდა იყო, თუ  არაფერი მოგიპარავს, როცა შენს ხელში  ათეულობით მილიარდი დოლარი გადიოდა.
 გიჟი უნდა იყო, რომ არ დაჰყვე შანტაჟს, წნეხს და არ დამორჩილდე.
გიჟი უნდა იყო,   ჩემსავით ფიქრობდე, რომ უკრაინას შეუძლია მოახდინოს გარღვევა და ევროპის ზესახელმწიფოდ იქცეს. 
და, რა თქმა უნდა,  მისთვის კიდევ უფრო დიდი სიგიჟეა, ვიღაც ფიქრობდეს, რომ პუტინის დასასრული მალე დადგება და  ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს, მე კი ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. '' – წერს მიხეილ საააკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე .  
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...