მთავარისიახლეებისაზოგადოებახან საპრეზიდენტო ქვეყანა ვართ, ხან ნახევრად საპრეზიდენტო, ხან პარლამენტური, ხან მონარქისტობას ვთამაშობთ...

ხან საპრეზიდენტო ქვეყანა ვართ, ხან ნახევრად საპრეზიდენტო, ხან პარლამენტური, ხან მონარქისტობას ვთამაშობთ…

Published on

,,საოცარი არჩევანი დაგვიდგა – 300 ხმოსნის რესპუბლიკა თუ კონსტიტუციური მონარქია'' – ასე აფასებს რუსთავი 2 – ის გენერალური დირექტორი  ნიკა გვარამია  დისკუსიას, რომელმაც საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრი დასაზოგადოება მოიცვა.
ხელისუფლება  პატრიარქის წინადადებას, ხომ არ გვეფიქრა მონარქიის აღდგენაზე, მაშველი რგოლივით ჩაებღაუჭა – ეს საუკეთესო საშუალებაა მისთვის საზოგადოების თვალი მოარიდოს რეალურ პრობლემებს და აქცენტები მორალური თვალსაზრისით წაგებული თამაშებიდან სხვაზე გადაიტანოს.
ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელში ეს თემა მართლაც გააქტიურდა და ლამისაა უკანა პლანზე გადაწიოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის დაპირისპირება (პოლიტიკური კინკლაობაა ეს თუ პრინციპული ბრძოლა  ჯანსაღი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის,  სასამართლო პროცესები გახმაურებულ საქმეებზე , რომელთაც აშკარად მოაკლდა ყურადღება, გადასახადებისგაძვირება, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა შემოგვაპარონ  და სხვ. 
 
 სანამ სამეფო გვარის აღზევების შემთხვევისათვის ადამიანების ერთი კატეგორია ნახევრად ხუმრობით, მახევრად სერიოზულად  თუ მთელი სერიოზულობით ეძებს თავის საგვარეულო   სიგელ – გუჯრებს, აშორდიას ბეჭდიანი ქაღალდების ჩათვლით , სოციალურ ქსელში  ცნობილი და ნაკლებად ცნობილი  პოლიტიკოსები და მოქალაქეები ცდილობენ ახსნან ამ კითხვის  რეანიმაციის მცდელობის მამოძრავებელი მოტივი დაწყებული პატრიარქით, გაგრძელებული  ხელისუფლების აფოფინებით,  და დასრულებული მალემრწმენი ადამიანების პატივისცემით ისტორიული მეხსიერებისადმი. 
 
გთვაზობთ რამდენიმე ამონარიდს მათი გამოხმაურებებიდან  კითხვაზე – გვჭირდება თუ არა მონარქი?
 
მამა ილია ( ჭიღლაძე), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელი, დეკანოზი:  
“კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს ფიქტიურ მეფეს, რომელიც არ მართავს ხელისუფლებას, მაშ რა საჭიროა ბუტაფორია?! აბსოლუტური მონარქია კი დიქტატურაა 21-ე საუკუნეში. მაშ, რა საჭიროა მეფობანას თამაში?! მე, გაერთიანებულ სამეფოში მყოფი ვწერ ამ სიტყვებს… დიახ, აქ არის პარლამენტური მონარქია, მაგრამ აქ ეს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა და ხდება სახელმწიფოებივი ინსიტუტების უწყვეტი ჯაჭვის პატივისცემა. ჩვენ კი სწორედ ეს ვერ გამოვიმუშავეთ ქართველებმა და თვალებდათხრილივით მიმოვედებით ყველაფერს, კონსტიტუციას რამის ყოველ წელს ვცვლით: ხან საპრეზიდენტო ქვეყანა ვართ, ხან ნახევრად საპრეზიდენტო, ხან პარლამენტური, ხან მონარქისტობას ვთამაშობთ. გვეყო ამდენი თამაში… საცოდავი ჩვენი ხალხი, გაჭირვებული, უყველაფრო, უსამსახურო, რა დროს მეფობანაა?! კიდევ ერთი პომპეზური, ფუფუნების და ნეპოტიზმის ინსტიტუცია მოვიგონოთ რისთვის, ეს რას მისცემს ხალხს?! ეს უბრალო, გაჭირებულ გზადაბნეულ ხალხს რას უშველის? მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების დაბრკოლების ახალი მიზეზი, ქილიკის და დაცინვის ახალი მიზეზი, ამასობაში ქვეყნის დაცლა ქართველებისგან გრძელდება, რომელნიც სამშობლოში დღეს უცხოდ და დაუცველად გრძნობენ თავს… ”
 
ნუგზარ წიკლაური, ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი: `ზვიად გამსახურდიას რუსებთან ერთად აჯანყება მოვუწყვეთ, ქვეყანა სისხლში დავახრჩვეთ და სსრკ მინისტრი შევარდნაძე მოვიწვიეთ მმართველად.
დიდი კონტაქტები აქვსო, – ვამბობდით, – გენშერი გერმანულ ძველ მარკებს ჩვენ დაგვირიგებს მაგის ხათრითო.
10 წელი დაგვჭირდა თვალის ასახელად.
მერე ივანიშვილის ქისამ და ტყუილებმა ისე დაგვიელმა თვალები, რომ ბედუკაძის დადგმული კადრები ვჭამეთ და ბესელიას მოწოდებით სააკაშვილის პიჯაკებს ვდიეთ ბედის ვარსკვლავივით; 
მუქთა ფულის ლოდინში ვიფშვნიტეთ ხელები და სანამ მოთხრილმა ხეებმა ზღვით და ხმელით არ ჩაგვიარეს მაკბეტის ბირნამის ტყესავით, გონს ვერ მოვეგეთ.
ახლა, ისეთი პირი უჩანს, მხსნელ პრინც ბაგრატოვანს და მის ნაზირ-ვეზირებს დაველოდებით, რათა როსტევან მეფის დაფლული საჭურჭლე ჩვენ მოგვიტანონ, გასცენ უანგარიშო-ულევი; ოჯახზე თითო ყაბაჩა და თვალ-მარგალიტი ურიცხვი ჩამოარიგონ.
მერე კიდევ ვინმე გამოჩნდება: ახალი ივანიშვილი, შევარდნაძე, პატარკაციშვილი ან ფარნავაზ მეფის შთამომავლად მოვლინებული კაცი ცხებული… ისინი უკვე ჩვენს შვილებს მომწყემსავენ, მოატყუებენ და გააბითურებენ… მერე კიდევ სხვები და სხვები…
მთავარია, პრეზიდენტის პიჯაკების და იუშჩენკოს საპნის სათვალავი არ აგვერიოს. ზუსტი ანგარიში, დეტალური აუდიტი…
ან კი რა ერი ვიქნებით კარგი ბუხჰალტერიის გარეშე?''
 
ვახტანგ ძაბირაძე:  "როდესაც მონარქიაზე საუბრობს პატრიარქი, ჩვენთვის ეს ბუნებრივი და გასაგებია. მაგრამ როდესაც იმავეს იმეორებენ პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები, შემაწუხებელი და გამაღიზიანებელია. სრულიად სხვადასხვა მიდგომაა. როგორც წესი, პერიოდულად არის ხოლმე ამაზე მსჯელობა, თუმცა მერე ისევ გადაივლის ხოლმე. იმ ქვეყნებში, სადაც კონსტიტუციური მონარქიაა, ფაქტობრივად, ეს რეალობა შექმნა ისტორიულმა განვითარებამ და იქ ასეთი წყვეტა არ ყოფილა. ჩვენთან მონარქიის 200-წლიანი წყვეტაა. პატრიარქი რომ ფიქრობს, მონარქია სიტუაციას დაამშვიდებსო, მთლად ასე არ არის. ის ქვეყნებში, სადაც ასეთი კონსტიტუციური წყობაა, ვითარება თვითონ სისტემამ შექმნა. მონარქიას შესაბამისი გარემო უნდა და ეს არც ისე იაფი სიამოვნებაა – დიდ თანხასთან არის დაკავშირებული მეფის ოჯახის შენახვა. გარდა ამისა, რამდენჯერმე იყო ამის მცდელობა სამეფო ოჯახის მხრიდან, რამაც კრახი განიცადა. ეს არაფერ სიკეთეს არ მოგვიტანს. ჩვენი პრობლემა ის კი არაა, რომ მონარქია არ გვაქვს, ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები სწორად და კარგად მოწყობილი, აი, ესაა ქვეყნის პრობლემა და ამის დანახვა არ უნდათ".
 
ვლადიმე ნარსია, თეოლოგი: „ჩემი აზრით, საქართველოში მონარქიის აღდგენის იდეა გულისხმობს არაიმდენად მართვის ისტორიული ფორმების მიბრუნებისაკენ მოწოდებას, არამედ შეფარვით ეკლესიის ესქატოლოგიური მისიის განხორციელებისთვის შუასაუკუნეების ქრისტიანული წარმოდგენის. შუასაუკუნეების ეს იდეა მონარქიას სახავს უალტერნატივო მმართველობის ფორმად და მეფეს კი ერთადერთ მხარდამჭერად ეკლესიის ესქატოლოგიური მისიის განხორციელებისთვის"  
 
 ნინო გოგუაძე, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი:  პატრიარქს ეს სურვილი უკვე 10 წელია აქვს, ხოლო "ოცნების" დეპუტატების კომენტარები ახლა, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა დასრულდა, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, ფარისევლური და ყალბია. თუმცა ცოტა მოგვიანებით"ოცნებამ" საკუთარი განცხადებების განმარტებები დაიწყო და აღმოჩნდა, რომ უახლოეს მომავალში ამ საკითხზე რამე აქტივობა არ იგეგმება – არც პლებისციტი და მით უფრო არც ახალ საკონსტიტუციო პროექტში კონსტიტუციური მონარქიის ჩაწერა, რის შესახებაც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკი საუბრობს .
 
 
სალომე სამადაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:  მმართველმა გუნდმა მონარქიის თემა სწორედ იმიტომ აიტაცა, რომ არ ვისაუბროთ რეალურ პრობლემებზე. , მონარქია ფუფნებაა, რისი შესაძლებლობა ბევრ მდიდარ ქვეყანასაც არ აქვს.
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...