მთავარისიახლეებიპოლიტიკაიპოვე? - ვერა! სად არის ბიძინა ივანიშვილი? კითხვა-პასუხი მონარქისტული ვნებათაღელვის ფონზე

იპოვე? – ვერა! სად არის ბიძინა ივანიშვილი? კითხვა-პასუხი მონარქისტული ვნებათაღელვის ფონზე

Published on

სანამ საქართველო  მონარქიის აღდგენის საკითხზეა გადართული,  ოლიგარქის  ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი უკანა პლანზე გადავიდა.
ბერა ივანიშვილი ფოტოკამერების წინაშე დედასთან ერთად პოზირებს,  ხელისუფლება დუმს, დუმს ივანიშვილის მიერ დაპურებული ,,ელიტაც'', ივანიშვილი კი არადა არ ჩანს.  
“ბიძინა ივანიშვილი იმყოფება გერმანიაში.მიუნხენის გარეუბანში,კლინიკაში. – მერამდენედ აცხადებს ,,ქრონიკა + – ის'' რედაქტორი ელისო კილაძე – დიაგნოზი არის იშემიური შოკი.
ნებისმიერ ემოციას-დადებითს და უარყოფითს შეუძლია გამოიწვიოს ფართო ინსულტი.
უახლოესი თვეები ის პოლიტიკას ჩამოშორებულია !!!”-წერს იგი. 
 
. “ივერიას” წარმომადგენელმა დავით ნებიერიძემ ამ რამდენიმე საათი წინ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა. “ერთი სიტყვით, არავის დაგაძალებთ უაპელაციოდ დაჯერებას, მაგრამ, იმდენად სანდო წყაროდან მაქვს ინფორმაცია, რომ მე მჯერა. ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა მართლაც უკიდურესად მძიმეა და გადაყვანილი ყავთ გერმანიაში. დიაგნოზია იშემიური შოკი, ძალიან მძიმე ფორმებით. ექიმები გარანტიებს ვერ იძლევიან. მისთჳის უკეთეს შემთხვევაში მინიმუმ 7-8 თვის მანძილზე არაკომუნიკაბელური და არაქმედუნარიანი იქნება. დიდი პოლიტიკისთვის კი ეს სიკვდილის ტოლფასია. მითუმეტეს ისეთი ეკლექტური და მედროვე გუნდის პირობებში როგორიც მას პყავს”-წერს ნებიერიძე.

 

,,ის რომ თქვენი მამა მარჩენალი დღემდე თვალით არ გენახებათ, ნაცების და ზოგადად ოპოზიციის გაბითურება, დაცინვა, ან დაკიდება კი არა, თქვენი შეურაცხყოფაა. – სინდისზე აგდებს ,,ქართულ ოცნებას'' ნუგზარ (სულა) სულაშვილი ,, თავისუფალი ზონის ''ვებგვერდიდან –  დიახ თქვენი, ვინც გულწრფელად გამოუცხადეთ თანაგრძნობა და დღემდე გაწვალებთ ეჭვი მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება (???) 
მას რომ სულ ოდნავი პატივისცემა გააჩნდეს საზოგადოების მიმართ, ერთხელ მაინც იკადრებდა და სულ რამდენიმე წამში დაგიდასტურებდათ გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს.
ამის მტკიცება არც უძილაურს დასჭირდებოდა და არც ბერას გაღმითა კონტინენტიდან.
 
,,ივანიშვილი ნამდვილად ვერ არის ჯანმრთელად და მათი საზრუნავი მესაჭის ჩანაცვლებაა'' –   გოგი ჩიქავა  იგივე საიტიდან საზოგადოებას ურჩევს  ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის გარეშე მიყვეს და  გაანალიზოს ბოლო დღეების ეს აქტუალური თემა –  ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო ავადმყოფობა.
,,ჯერ ერთი, ავად შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჩვენგანი და სამწუხაროდ გამონაკლისი არც არავინ შეიძლება იყოს. – წერს იგი – 
პირადად ჩემი მოსაზრება ასეთია: ბოლო პერიოდის განავლობაში ივანიშვილი ფაქტიურად არ ჩანს. შესაძლებელია, რომ ხელისუფლების არაფორმალური მესაჭე მართლაც ავად იყო და არის.
რეპერების დაკავებასთან დაკავშირებით ბერას გამოჩენა როგორც რეპერების მაშველი და ახალგაზრდების უკანონოდ დაკავების წარმომჩენი, შეიძლება სწორედ ბიძინას შემდეგ თანდათანობით ბერას გავლენის წინ წამოწევას ემსახურებოდა.
შეიძლება ავადმყოფობის მიზეზით ინერვიულა და ბიძინას ინსულტმაც მოუწია. გამორიცხული არც ეს არის.
დღეს კი, ისევ სწორედ ბერამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია მამამისის ავადმყოფობის თაობაზე.
უარყო,მაგრამ არც ისე დამაჯერებლად.
დღეს ტექნიკა იმ დონეზეა,რომ უბრალოდ სმარტფონზე თუნდაც ნახევარწუთიანი ვიდეოთი იყო შესაძლებელი ყველაფრის გაქარწყლება. თუ ქოცების ბელადი სრულიად ჯანმრთელია და შეგნებულად არიან გასუსული, რატომ და რისთვის? მოგვიანებით მისი გამოჩენით მენამცეცეები ნეტარებას რომ მიეცნენ?
სხვა რა დატვირთვა უნდა ჰქონდეს იმას, რომ ჯანმრთელი კაცი სამი დღის განმავლობაში შეგნებულად არ რეაგირებდეს ამდენ გამოძახილზე?
ანუ, ვფიქრობ,რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად ვერ არის ჯანმრთელად და მათი საზრუნავი მესაჭის სრულფასოვანი ჩანაცვლებაა.
ეს კი არაფრის დიდებით არ უნდა მოხდეს.'' 
 
და ბოლოს – ერთი ამონარიდი სოციალურ ქსელში მონარქიის შესახებ მოზღვავებული პოსტებიდან: 
,,ნეტა ბიძინამ თუ იცის, რომ მთელი საჩხერის და ჭიათურის რაიონი მიშას (არც ისე შორეულ) წინაპრებს ეკუთვნოდათ ? დიდი შანსია, ერთ მშვენიერ დღეს მიშას ყმად გაიღვიძოს'.' ( ქეთინო ალასანია) 
 

 
 
 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...