მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფეთქება სოხუმის ცენტრში, დაშავებულია ერთი მოქალაქე

აფეთქება სოხუმის ცენტრში, დაშავებულია ერთი მოქალაქე

Published on

19 ივნისს, დაახლოებით 21.20 საათზე, სოხუმის ცენტრში,  კალმიკოვის ქუჩაზე, რესტორანთან  ,,აფხაზური ეზო''  აფეთქება მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა საცხოვრებელი სახლის ეზოში ამოქმედდა, არის ვარაუდი, რომ იგი დამონტაჟებული იყო  ამ ეზოში მცხოვრები მოქალაქის  რუსლან არგუნის ავტომანქანაზე,  თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მანქანა თავად აფეთქდა ტექნიკური გაუმართაობის გამო. დაშავებულია ავტომაქანის მფლობელი,  რომელიც ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი,სადაც სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა. აფეთქებამ დააზიანა მიმდებარე სახლები, ჩამსხვრეულია მინები
 
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობში მიმდინარეობდ საგამოძიებო-ოპერატიული სამუშაოები. საქმეს სოხუმის დეფაქტო პროკურატურა იძიებს.
ადგილობრივი დეფაქტო პოლიციის ცნობით,  აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი ორი პირის ვინაობა დადგენილია. მათ ეძებენ. 

ამ დროისთვის უცნობია, რა სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა და იყო თუ არა მომხდარი გამიზნული თავდასხმა.  

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...