"კურიერის" მთავარი გამოშვების წამყვანი, ზაალ უდუმაშვილი მაყურებელს ემშვიდობება. 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვება მან დღეს ბოლოჯერ წაიყვანა 25-წლიანი სატელევიზიო კარიერის დასასრულს მაყურებელს პოლიტიკაში წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააცნო. მისი თქმით დღეიდან ის მოსახლეობასთან პირისპირ ურთიერთობას დაიწყებს. "ეს არის ჩემი ბოლო მიმართვა მაყურებლისადმი, როგორც "კურიერის" წამყვანის. დღეს მე 25-წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებ, თუმცა თქვენთან ურთიერთობას უკვე არა ეკრანიდან, არამედ უშუალო ურთიერთობით განვაგრძობ."ჩვენ, ამიერიდან, სატელევიზიო ეკრანი აღარ გაგყვყოფს. მე მივიღე გადაწყვეტილება და მივდივარ პოლიტიკაში. როგორც ჟურნალისტი მთელი ამ წლების განმავლობაში, მე თქვენი ყოველდღიური სტუმარი ვიყავი და გაწვდიდით ინფორმაციას ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა ახლა ვთვლი, რომ დადგა დრო, როდესაც თავად უნდა გავხდე პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და ჩემი წვლილი შევიტანო იმ ბრძოლაში, რომელიც ქვეყანაში ტოტალურ განუკითხაობას და ერთი კაცის მმართველობას დაასრულებს. ბრძოლის გამოცდილება კი მაქვს. გავიარე ძალიან საინტერესო წლები, როგორც ჟურნალისტმა და ამავე დროს შევიძინე უზარმაზარი გამოცდილება, თუ როგორ უნდა ებრძოლო უსამართლობას."მე "რუსთავი 2-ის" გუნდთან და თქვენთან ერთად ერთხელ უკვე გავიმარჯვე ამ ხელისუფლებასთან სრულიად უთანასწორო ბრძოლაში. თუმცა ქვეყანას ჯერ მთავარი ბრძოლა წინ აქვს და მე ვაპირებ თქვენთან ერთად და თქვენი სახელით შევიდე ამ ბრძოლაში და კიდევ ერთხელ გავიმარჯვო და ამჯერად, თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი."ბოლოს მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა "რუსთავი 2-ელს" იმ წლებისთვის, რომელიც მე აქ გავატარე და დარწმუნებული ვარ ეს ტელევიზია კიდევ უფრო წარმატებული იქნება, რადგან აქ ყველაზე მებრძოლი და რაც მთავარია პროფესიონალი გუნდი მუშაობს და რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა თქვენ, მაყურებელს, რომლის თანადგომასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდი. მე თქვენთვის ვმუშაობდი როგორც ჟურნალისტი და თქვენს სამსახურში ვიქნები მომავალშიც პოლიტიკაში,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ზაალ უდუმაშვილი მაყურებელს დაემშვიდობა
სიახლეები
პოლიტიკა
აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა
აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...
სიახლეები
ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება
ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება.
დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...
სიახლეები
29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...
სიახლეები
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....