მთავარისიახლეებისაზოგადოებაშამგონის მოსახლეობა მდინარე ენგურიდან ქვა-ღორღის ამოღებას აპროტესტებს

შამგონის მოსახლეობა მდინარე ენგურიდან ქვა-ღორღის ამოღებას აპროტესტებს

Published on

ამ წუთებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სოფელ შამგონაში მოსახლეობა აქციას მართავს და მდინარე ენგურის სანაპიროდან ქვა-ღორღის ამოღებას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, მდინარის ადიდების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორია ამ მიზეზითაც იტბორება,  ამასთან   დიდი რაოდენობით ინერტული მასალის ამოღება ხდება არა მხოლოდ ნაპირებზე, არამედ უშუალოდ მდინარის კალაპოტიდან, რაც  არღვევს როგორც კალაპოტის, ისე ნაპირების სტრუქტურას და დიდწვიმიანობისას  წყალს მიმდებარე  საძოვრები მიაქვს.
 
მოსახლეობა აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მდინარე ენგურის სანაპიროზე ქვა-ღორღის ამოღების ლიცენზია ისე გასცა, რომ შედეგებზე და სოფლის ინტერესებზე არ უფიქრია .
სამუშაოების მწარმოებელი სამშენებლო კომპანია "TNT გრუპის" ხელმძღვანელი  მანუჩარ ჩანგელია, რომელიც საპროტესტო აქციაზე მივიდა,  ამბობს, რომ ლიცენზია გარემოს დაცვის სამინისტრომ გასცა – კომპანიამ  დაახლოებით ორი თვის წინ ოფიციალურად შეიძინა ლიცენზია ამ ტერიტორიაზე ქვა-ღორღის მოპოვების სამუშაოებზე, ყველა დოკუმენტაცია წესრიგში აქვს და აღნიშნულ სამუშაოებს კანონის ფარგლებში ახორციელებს.
 
 ადგილზე იმყოფება ,,ოდიში ნიუსის'' ჟურნალისტი, რომელიც უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის ამ ენგურისპირა სოფელში არსებულ მდგომარეობაზე და აქციის მონაწილეთა მოთხოვნებზე. 
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...