მთავარისიახლეებისაზოგადოებაშამგონის მოსახლეობა ენგურის სანაპიროდან ქვა-ღორღის ამოღებას აპროტესტებს

შამგონის მოსახლეობა ენგურის სანაპიროდან ქვა-ღორღის ამოღებას აპროტესტებს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მოსახლეობა მდინარე ენგურის სანაპიროზე ქვა-ღორღის ამოღებას აპროტესტებს. ადგილობრივების განცხადებით, ერთ-ერთი კერძო კომპანიას ადგილიდან ქვა-ღორღი და ქვიშა მიაქვს და სამუშაოებს მდინარეში აწარმოებს. ამის შსახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ დღეს ენგურის სანაპიროსთან იმ ადგილას განაცხადეს, სადაც მათი თმით, აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს. შამგონელების განმარტებით, შედეგად სოფელს ზიანი ადგება – გათხრებით საძოვრების მიტაცება ხდება, ამასთან, მდინარის ადიდების შემთხვევაში ტერიტორია იტბორება, რაც ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნის. 
 
 
"კარიერების ამოღების შემთხვევაში, ძალიან ცუდი შედეგები მოყვება ამას, ამიტომაც მოსახლეობა ითხოვს, რომ კარიერები სხვა ადგილას გადაიტანონ. შამგონელები ამას არ დათმობენ" – ამბობენ შამგონელები.
 
სოფელ შამგონის მოსახლეობის აქციას დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის განცხადებით, სამუშაოების ჩატარებაში ხელისუფლების ინტერესები იკვეთება.
 
„გაუგებარია, რა მოტივით და რის საფუძველზე გასცა გარემოს დაცვის სამინისტრომ ნებართვა აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად მოსახლეობა ტერიტორიის დატბორვის საშიშროების წინაშე დგას. ჩვენ ამ პროცესს ვეწინააღმდეგებით და მხარს ვუჭერთ მოსახლეობის მოთხოვნებს“ – განაცხადა  წითლიძემ.
 
საპროტესტო აქციის მსვლელობას შეუერთდა აღნიშნული სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის "TNT გრუპის" ხელმძღვანელი მანუჩარ ჩანგელია. მისი თქმით, მას აქვს შესაბამისი ლიცენცია გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გაცემული.
 
„სამუშაოებს თითქმის ორი თვეა ვაწარმოებთ, ღია აუქციონზე შევიძინე ლიცენზია ქვა-ღორღის მოპოვებაზე“ – განაცხადა ჩანგელიამ. 
 
 
რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პასუხს გაკეთებულ ბრალდებებთან დაკავშირებით – რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბრალდება აბსურდია და ლევან შონიას ამ საქმესთან დაკავშირებით არავითარი კავშირი არ აქვს.
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....