მთავარისიახლეებიმსოფლიოლონდონში მეჩეთიდან გამოსულ ხალხში მიკროავტობუსი შეიჭრა. არის მსხვერპლი.

ლონდონში მეჩეთიდან გამოსულ ხალხში მიკროავტობუსი შეიჭრა. არის მსხვერპლი.

Published on

ლონდონში, ფინსბერი პარკის რაიონში   ადგილობრივი დროით 00:20 საათზე მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა.  1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკავებულია 1   დამნაშავე , ორმა კი გაქცევა მოახერხა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მიკროავტობუსიდან გადმოცვივდა დანით შეიარაღებული სამი მამაკაცი და ხალხს დაერია , დაშავებულთა ნაწილი ტრავმირებულია დაჯახების შედეგად, ხოლო მეორე ნაწილი  დანით არის დაჭრილი.  
 
ლონდონის მერი სადიქ ხანი ლონდონელებს სიმშვიდისა და სიფხიზლისკენ მოუწოდებს. „ჩვენ ჯერ არ ვიცით მომხდარის ყველა დეტალი, მაგრამ ეს იყო აშკარა და განზრახ განხორციელებული თავდასხმა უდანაშაულო ლონდონელებზე“, – აღნიშნა სადიქ ხანმა. 
 
მისი თქმით, ეს იყო თავდასხმა ტოლერანტობისა და თავისუფლების ღირებულებებზე. 
 
„მოვუწოდებ ლონდონელებს სიმშვიდისკენ და სიფხიზლისკენ. გთხოვთ, თუ რამე საეჭვოს შეამჩნევთ, პოლიციას შეატყობინეთ. ლონდონის პოლიციამ დამატებითი ძალების განლაგება მოახდინა ქალაქის ქუჩებში“, – დასძინა ლონდონის მერმა. 
 
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, პოლიცია ლონდონში, მეჩეთთან მომხდარ შემთხვევას განიხილავს, როგორც „პოტენციურ ტერაქტს“. 
 
„პოლიციამ დაადასტურა, რომ მომხდარი განიხილება, როგორც პოტენციური ტერაქტი. დღეს მთავრობის საგანგებო სხდომას გავმართავ“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. 
 
ლონდონში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...