მთავარისიახლეებიპოლიტიკა“ის, რაც ვერ შეძლეს მათ, გავაკეთეთ ჩვენ”. სააკაშვილი პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს

“ის, რაც ვერ შეძლეს მათ, გავაკეთეთ ჩვენ”. სააკაშვილი პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის შესახებ წერს და პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
 
“როდესაც სომალელმა მეკობრეებმა ჩვენი თხუთმეტი მეზღვაური დააკავეს, თბილისში შევქმენი შტაბი და სომალში ვაფრინე ჯგუფი გიორგი კარბელაშვილის ხელმძღვანელობით.
გიორგიმ, თავის მხრივ, იქირავა სპეციალური დანიშნულების რაზმი ბულგარეთიდან და ადგილობრივი ძალოვნები და რამდენიმე კვირიანი მცდელობის შედეგად, ყველა ჩვენი მოქალაქე უვნებელი გამოვიხსენით, ასევე მათთან ერთად გავათავისუფლეთ რამდენიმე თურქი მძევალი.
 
გათავისუფლებულებს სტამბულის აეროპორტში წითელ ხალიჩაზე ერდოღანთან ერთად დავხვდი და მთელი თურქეთი მადლობას გვიხდიდა. ის, რაც ვერ შეძლეს მათ, გავაკეთეთ ჩვენ. თუ მართალია ჩვენი მფრინავის კონგოში დაღუპვის ამბავი, პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ივანიშვილს, რომელმაც ჯერ თითქმის ნულამდე შეამცირა საქართველოს საჰაერო ძალები და სიმწრით მომზადებულ მფრინავებს აიძულა ლუკმა პურის საშოვნად უცხოეთში წასვლა და შემდეგ განსაცდელში მიატოვა სოსო ოსორაული”. – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე. 
 
შეგახსენებთ, კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ბედის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდება. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, ცოცხალია თუ არა საქართველოს მოქალაქე.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...