ტიტას შურისძიება და რა გვემუქრება, თუ ივანიშვილი დავკარგეთ

0
385

 

ბერა ივანიშვილი უარყოფს გავრცელებულ ხმებს მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შესახებ. –   ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება, – წერს იგი  „ფეისბუქის“ გვერდზე 
 
ბერა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მას უამრავი ზარისთვის პასუხის გაცემა უწევს ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობის შესახებ, შესაბამისად, საჭიროდ ჩათვალა, რომ განცხადება გაეკეთებინა.
 
”დილის 6 საათიდან აღელვებული მეგობრების ზარებს ვპასუხობ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო განმარტება მათთვის, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ოჯახს მოწყვეტილი კაცისთვის მამაზე გამოგონილი უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება. ის ხალხი, კი ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან, ისინი საცოდავი ადამიანები არიან… მუდამ თქვენი ბერა P.S. გილოცავთ მამის დღეს”, – წერს ბერა ივანიშვილი. 
 
გუშინ განცხადება გააკეთა „ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი უძილაურმა ,,ეს არის სრული სისულელე და მორიგი ბოდვა "ნაციონალური მოძრაობისგან". ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს. ინსულტის პირას კი ამ ბოდვებში ჩავარდნილი "ნაციონალური მოძრაობაა". ბიძინა ივანიშვილი სახლში იმყოფება, საქართველოშია. სრულიად ჯანმრთელია, მტრების ჯიბრზე,“- განაცხადა მან.
 
ინფორმაციის უარყოფას ორიგინალურად ცდილობს პროსახელისუფლებო გაზეთი ,,ალიაც'' – მთავარი არგუმენტი, რომელიც მას ამ ხმების გასაბათილებლად მოყავს, არის ის, რომ გერმანიის სააავადმყოფოებში, სადაც თითქოს ბიძინა ივანიშვილი გადაიყვანეს, მათი ზარების საპასუხოდ აცხადებენ, რომ ეს პიროვნება მათთან არ შემოუყვანიათ. არგუმენტის უსუსურობა იმაში მდგომარეობს, რომ სააავადმყოფოს არ აკისრია ვალდებულება, უფრო მეტიც ეკრძალება გასცეს ინფორმაცია პაციენტის კლინიკაში ყოფნის და მით უფრო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუ ეს თავად პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების სურვილს ეწინააღმდეგება.
 
ეს ის ,,ალიაა'', რომელმაც  გუშინვე თითქოს ტავად ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიური კომენტარიც ,,მოიპოვა'':  `საჩხერეში, ჩემს სახლში ვარ და თავს ვგრძნობ შესანიშნავად.  მადლობა, რომ მომიკითხეთ… ''
 
პოლიტიკოსების, მით უფრო, მოქმედი პოლიტიკოსების ცხოვრებაში ჩვეულებრივი ამბავია დროებითი გაუჩინარება საჯარო საინფორმაციო სივრციდანბიძინა ივანიშვილი, რომელზეც, მიუხედავად ხელისუფლის ოფიციალური რეგალიების  არქონისა, ვერავინ იტყვის, რომ ქვეყნის მთავარი მმართველი არ არის,  გამონაკლისი ვერ იქნება. – ასე ეძებენ, მაგალითად,  დროდადრო გამქრალ პუტინსაც, რომელიც ბოტოქსით გაახალგაზრდავებული თუ ორეულის სახით ბრუნდება გარკვეული დროის შემდეგ.
 
არავინ იცის, რასთან გვაქვს საქმე ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში (,,პუტინი სხვას კი არაფერს შვება – ან კიბო აქვს, ან მოკვტება ხოლმე ))) ვიღა ჭამს მაგას''- სოციალურ ქსელში ეს ვერსიაც განიხილება). , მაგრამ ფაქტია, რომ ამ ხმების გაბათილება მარტივად  შეიძლება –   უნდა გამოჩნდეს მედიაში. და ხმებიც მისი გარდაცვალების თუ მოახლოებული აღსასრულის შესახებ გაქრება. ამ მოსაზრებით ეპატიჟება მას პირდაპირ ეთერში  "განსხვავებული აქცენტების" ავტორი ეკა კვესიტაძეც ( სხვებიც) , მით უფრო, რომ ყველაზე სერიოზული წყარო, საიდანაც გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მძიმე ავადმყოფობის შესახებ, სწორედ რუსთავი 2 -ია. 
 
შორს რომ არ წავიდეთ, საზოგადოების მღელვარება პატრიარქის მდგომარეობის შესახებ, მყისვე გაანელა გერმანიის კლინიკაში გადადაღებული ფოტოს გავრცელებამ მედიაში ,,ციანიდის საქმის''  აგორების პირველივე დღეებში.   
 
ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, ამ ორი დღის მანძილზე გადაღებული მისი  არც ფოტო, არც, მით უფრო, ვიდეო,  არ გამოჩენილა. არის მხოლოდ ისტერიული განცხადებები ლალი მოროშკინას, გურანდა გაბუნიას და მათი მსგავსი ოდიოზური ფიგურების მხრიდან, რომელნიც  საუბრობენ სკალპებზე, რომელთაც ყველას აგვაძრობენ რაღაც ძალები ( ალბათ ,,ბოროტი'' ნაციონალები ), თუკი ივანიშვილი  აღარ გვეყოლება ,,მფარველად'' და ,, დამპურებლად''. 
 
რაც შეეხება ,,ბოროტ'' ნაციონალებს, მატი აქტიური მხარდამჭერების და ცნობადი სახეების გამოხმაურებებში  ყველაზე ნაკლებად ისმის  ვინმეს ,,მოკვდინების'' სურვილი და გამარჯვების ყიჟინა, საკმარისია გადახედოთ სოციალურ ქსელებს: თუ ისინი ბიძინა ივანიშვილს გაქრობას უსურვებენ, ეს მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან გაქრობის სურვილია და არა საერთოდ ცხოვრებიდან. 
 
წინა სტატიაპოლონეთში დაკავებულ სამ ქართველს, რომელიც ძარცვაშია ეჭვმიტანილი, სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაოთხოზორიას მკვლელის დასჯის აუცილებლობა და უკანონოდ პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება – ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის მთავარი საკითხებია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური