მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპატრიარქოს შენაწირით ვაჭრობა წესად ექცა - სასამართლოში სარჩელი აქუბარდიების ოჯახის შემდეგ უკვე...

საპატრიარქოს შენაწირით ვაჭრობა წესად ექცა – სასამართლოში სარჩელი აქუბარდიების ოჯახის შემდეგ უკვე ქეთევან კიკნაძეს შეაქვს

Published on

ჯერაც არ ჩაწყნარებულა სკანდალი, რომელიც ზუგდიდ ცაიშის ეპარქიის მესვეურთა მიერ სოფელ ჭალეში მცხოვრები შვილმკვდარი აქუბარდიების ოჯახისგან  სამონსტრო მშენებლობისთვის შეწირული სახლ-კარის გაყიდვას მოყვა და აი,  საპატრიარქოს უკვე მსახიობი ქეთევან კიკნაძე  უჩივის სასამართლოში. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "artinfo" ავრცელებს. მსახიობი მედიას მიმართავს დაინტერესდნენ საქმით, რომელიც მიწის საპატრიარქოსთვის გადაცემას და შემდეგ საპატრიარქოს მიერ მის გაყიდვას ეხება.
 
“ტელევიზიებს, კერძოდ დაინტერესებულ პირებს, ვთავაზობ ჟურნალისტურ გამოძიებას, ვინაიდან მინდა შევიტანო სარჩელი, მასზედ, რომ გიგა და მარიკა ლორთქიფანიძეებს გადაეცა ჩუნეთის სათავადოების კუთვნილი მიწის ნაწილი. ჩვენ ეს მიწა გადავეცით საჩუქრად საპატრიარქოს, რომლებმაც ეს მიწა გაყიდა.
 
კატეგორიულად მოვითხოვ მის დაბრუნებას, რადგან ჩვენ ვიფიქრეთ ამ მიწებს გამოიყენებდა საპატრიარქო საკეთილდღეოდ, რასაც მე ამჯერად გამოვიყენებდი პირადი ინტერესებისათვის. მაგრამ შეველიეთ მას და გამოვიჩინეთ დიდსულოვნება, მაღლა დავაყენეთ საერთო საქმისადმი ინტერესები.
 
ჩუქება ოფიციალურად გაფორმებულია და არა გაყიდვა. ამიტომ ყოველ ღონეს ვიხმარ მისი დაბრუნებისათვის, რაც ძალიან წაადგება ოჯახს,"-აცხადებს კიკნაძე.

სიახლეები

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...