მთავარისიახლეებისაზოგადოებაქალები ჭორვილაში ავადმყოფის სანახავად ყვავილებით და სტაფილოთი ჩავიდნენ, იქიდან კი კინაღამ...

ქალები ჭორვილაში ავადმყოფის სანახავად ყვავილებით და სტაფილოთი ჩავიდნენ, იქიდან კი კინაღამ ფეხით მოუხდათ დაბრუნება

Published on

ყვავილების გვირგვინი და სტაფილოორგანიზაცია "დედები შვილების დასაცავად" ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის გასამართად და ადგილობრივებისთვის თავიანთი გაზეთების გადასაცემად ჭორვილაში ჩავიდნენ, აქ , მათ დაცვის წევრმა უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი საჩხერეში არ იმყოფება და უკან მობრუნდნენ,თუმცა  გზაზე, საჩხერეში კი მათი მანქანა რამდენიმე ათეულმა აგრესიულმა მოქალაქემ ალყაში მოაქცია და ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.
 
როგორც "ოლმედიას" აქციის ერთერთმა მონაწილემ მარინა გეგიძემ უთხრა, მათ საჩხერეში აგრესიული ხალხის მასა დაახვედრეს, რომლებიც მუშტებს ურტყამდნენ მანქანას, ირინა ცააძეს კი მობილური ტელეფონი წაართვეს, რომლის დაბრუნება მოგვიანებით მოახერხა:
 
"ეს აგრესიული ბრბო მუშტებს ურტყამდა მანქანას, გვემუქრებოდა, მეგი გოცირიძეს ააცალეს, ფაქტობრივად მოჰპარეს მანქანის გასაღები, რის გამოც ვერ ვიძროდით ადგილიდან, მერე დავრეკეთ პოლიციაში, რომელიც მოვიდა, მაგრამ ხალხს ვერ აწყნარებდა და ჩვენ გვთხოვდა, წადით აქედანო, მაგრამ ჩვენ ვერ მივდიოდით, რადგან გასაღები არ გვქონდა. 
 
პოლიცია, ფაქტობრივად, გვერდიდან არ გვშორდებოდა, ბოლოს გვთხოვეს, კიდევ ერთხელ გაჩხრიკეთ მანქანა, იქნებ აქაა გასაღები სადმეო და ჩვენც, ხელახლა როცა დავიწყეთ ძებნა, გასაღები ვიპოვეთ საბარგულსა და უკანა სავარძელს შორის, ანუ, ისევ უკან შემოაგდეს… ახლა პოლიციაში ვართ, დაკითხვაზე", – თქვა "ოლმედიასთან" საუბარში მარინა გეგიძემ. 
 
"გვიყვიროდნენ, რატომ დააწყეთ ბიძინას სახლთან ყვავილების გვირგვინი და სტაფილოო, რა იცოდნენ ბაზარში ჩვენ ბიძინას სახლთან რა დავაწყეთ, თუ ეს არ იყო სპეციალურად მობილოზებული ხალხის მასა? " – ამბობს ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი ირინა ცააძე.
 
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და თითქოსდა ამ ინფორმაციაზე ბიძინა ივანიშვილის კომენტარის გავრცელების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ჭორვილაში იმყოფებოდა და თავს კარგად გრძნობდა, "დედები შვილების დასაცავად" ორგანიზაციის წევრებმა აქცია დაანონსეს.
 
ისინი ჭორვილაში იმყოფებოდნენ და ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გამართეს, სადაც  ტაიგული და სტაფილო მიიტანეს. 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...