მთავარისიახლეებიპოლიტიკასუსმა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის პოსტზე კობა კობიძის კანდიდატურა შეარჩია

სუსმა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის პოსტზე კობა კობიძის კანდიდატურა შეარჩია

Published on

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს კობა კობიძე უხელმძღვანელებს. სუს-ის ინფრომაციით, სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის შედეგად 3 კანდიდატიდან მას მიანიჭა უპირატესობა.
 
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართა.- ნათქვამია  სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში- .სპეციალურ კომისიას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური.  სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე.
 
"კომისიის წევრებმა სხდომაზე განიხილეს საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე წარსადგენი სამი კანდიდატურა: სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კობახიძე,  სუს-ის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის მოადგილე კობა კობიძე და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ლევან როსტომაშვილი.
 
"სამივე კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ, ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად, სპეციალურმა კომისიამ კობა კობიძის კანდიდატურა აირჩია. კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატს, კანონის თანახმად, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დანიშნავს, აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად დღესვე წარედგინება.
 
 
 
 

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...