მთავარისიახლეებისაზოგადოებაქართველი ბანდიტების კიდევ ერთი დაკავება უცხოეთში - ამჯერად საბერძნეთში

ქართველი ბანდიტების კიდევ ერთი დაკავება უცხოეთში – ამჯერად საბერძნეთში

Published on

 საბერძნეთში დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 8 წევრი,   რომელთა შორის 7 ქართველია, ერთი – უკრაინელი.  ჯგუფის წევრები შეიარაღებულნი იყვნენ. მათ შორის სამი ქალია. 
 
.საბერძნეთის სამართალდამცავი სტრუქტურების ცნობით, ისინი მაღაზიებსა და ბინებს ძარცვავდნენ.
 
დაკავებულებსშეიარაღებული ძარცვა, მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება და ნარკოტიკების შენახვა ედებათ ბრალად. 
 
ბერძნული მედია ათენის პოლიციაზე დაყრდნობით დაკავებულების ფოტოებსა და ვინაობას ავრცელებს.
 
ესენი არიან: ამირან ახალაძე, გოგი სვანიძე, თამარ ახალაძე, ნათელა ფხაკაძე, გულნაზი გოგოლაძე, მირიან ჩიქოვანი, ხვიჩა ონიანი, ლაშა ცხვედიანი.

 
ეს უკვე უცხოეთში  მოქმედი ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფის მეორე დაკავებაა ბოლო სამი დღის მანძილზე. გუშინ  თურქეთსი დააკავეს მძარცველების  ხუთკაციანი ბანდა, მათ შორის სამი საქართველოს მოქალაქეა

სიახლეები

ფოთელი პედაგოგის მიმართ მუქარის გამო დაკავებულს 2.000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

ფოთის სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა 2006 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელმაც პედაგოგ, იგორ კეკელიას "სოციალურ...

სად ვერ გაივლით და სად რა შეზღუდვებით გაივლით ინტენსიური თოვის გამო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ...

თბილისში მანქანა დაიწვა, ერთი ადამიანი დაიღუპა

თბილისში, გლდანთან ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა, დაიღუპა ერთი პირი. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების...

გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, ტრამპი რვა ევროპულ ქვეყანას ტარიფებს უწესებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს Truth Social-ზე დაწერა, რომ გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო დანიას,...