მთავარისიახლეებიმსოფლიოგარდაიცვალა ჰელმუტ კოლი. საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ეპოქალური ლიდერის გარდაცვალების...

გარდაიცვალა ჰელმუტ კოლი. საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ეპოქალური ლიდერის გარდაცვალების გამო

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გერმანიის ყოფილი კანცლერის, ჰელმუტ იოზეფ მიხაელ კოლის გარდაცვალების გამო. 
 
”ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი კანცლერის ჰელმუტ იოზეფ მიხაელ კოლის გარდაცვალების გამო. ჰელმუტ კოლი იყო ეპოქალური მნიშვნელობის ლიდერი, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ცივი ომის დასრულებასა და ევროპის გაერთიანებაში. განუზომელია მისი ღვაწლი საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განვითარებაში.
მისი სახით ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომლის თანადგომაც არაერთხელ გვიგვრძვნია ჩვენთვის მნიშვნელოვან წუთებში. 
ვუსამძიმრებ ბატონი კოლის ოჯახს, გერმანიის მთავრობასა და გერმანელ ხალხს. დარწმუნებული ვარ, რომ ჰელმუტ კოლის ღვაწლი არასოდეს მიეცემა დავიწყებას და მისი სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს გერმანელი ხალხისა და კაცობრიობის ისტორიაში”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.. 
რეიტერსის ცნობით,  ჰელმუტ  კოლი გარდაიცვალა პარასკევს, 16 ივნისს ქალაქ ლუდვიგსჰაფენ-ამ- რაინში  მდებარე საკუთარ სახლში 
ცხოვრების უკანასკნელი წლები იგი   მძიმედ ავადმყოფობდა და ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდებოდა .
კოლი ომისშემდგომი გერმანიის ისტორიაში ყველაზე დიდხანს, 16 წელი  იყო კანცლერის პოსტზე (1982 – 1998 წწ) , ეს იყო ერთადერთი პოლიტიკოსი რომე;იც ზედიზედ ოთხჯერ დაინიშნა ამ პოსტზე , სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს  მოხდა გერმანიის გაერთიანება , ის აქტიურად მოქმედებდა ერთიანი ეროვნული ვალუტის შემოღებისათვის ეროვნული ვალუტის – გერმანული მარკის სანაცვლოდ. ჯანცლერობამდე ჰელმუტ კოლი სათავეში ედგა გერმანიის ერთერთ წამყვან პარტიას – ქრისტიანულ -დემოკრატიულ კავშირს
 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...