მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინა ივანიშვილმა ინსულტი მიიღო?

ბიძინა ივანიშვილმა ინსულტი მიიღო?

Published on

სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტმედიაში გუშინდლიდან ვრცელდება ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
 
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2-ის" გენდირექტორი ნიკა გვარამია "რუსთავი-2-ის" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ინსულტის შედეგად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მილიარდერი, ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გერმანიაში გადააფრინეს.  
: ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წუხელ, ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა. ამჟამად, ლუქსემბურგიდან ჩამოყვანილი 6 ექიმის ზედამხედველობის ქვეშაა სახლში. ps დამძიმდა და ემერჯენსით გადააფრინეს გერმანიაში.  –   წერს ნიკა გვარამია ფეისბუქს პირად გვერდზე.
 
მოარულ ხმებს ეხმაურება ჟურნალისტი ელისო კილაძე: გულით ვუსურვებ ბიძინა ივანიშვილს ჯანმრთელობას !მე მინდა ის ვნახო გასამართლებული და გაკულაკებული !
 
,,რა გახრწნილი სულის პატრონი უნდა იყო რომ ხალხი რომელიც რამდენიმე წლის წინ ბუმბერაზ და უკეთილშობილეს ადამიანად გთვლიდა დღეს შენს სიკვდილს ნატრულობს!
მე არ მსურს არავის გარდაცვალება, უბრალოდ გაეცალე ხელისუფლებას ან წადი სადმე კუნძული იყიდე და მართე ენძელა და ია!''  – ესუკვე სხვა ინტერნეტმომხმარებლის პოსტიდანაა.

 
ივანიშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა არაოფიციალურ წყაროებს. ოფიციალური ინფორმაცია ამის  შესახებ ამ დრომდე არ არსებობს. ოჯახი და მედიკოსები დუმან – ისინი არც უარყოფენ, არც ადასტურებენ ამ ხმებს.
 
ინფორმაცია ოდიში ნიუსზე გამოსაქვეყნებლად მზად იყო, როცა ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე კიდევ ერთი პოსტი განათავსა ამ საკითხთან დაკავშირებით: ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩემს მიერ გავრცელებული ცნობა ემყარება კონფიდენციალურ წყაროს. ზუსტი ინფორმაცია რომ მქონდეს თავისი მტკიცებულებით, ასე დავწერდი. 
ინფორმაცია დადასტურებული არ არის ივანიშვილის მხარის მიერ. თუმცა, აქამდე, არც ოფიციალურად უარყოფილი.
ps გიორგი უძილაურს, ჩემზე პოსტების ცხობას, ურჩევნია ოფიციალური უარყოფა გააკეთოს. თორემ, გვგონია რომ მთავარ თემას ბანზე გვიგდებს – წერს ნიკა გვარამია.
 
 
 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...