მთავარისიახლეებიკონფლიქტებიამერიკის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის შესახებ, რომელშიც ...

ამერიკის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის შესახებ, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა საქართველოს

Published on

 ამერიკის სენატმა 98 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის შესახებ, რომელშიც  დიდი ადგილი ეთმობა საქართველოს . დოკუმენტში მხარდაჭერილია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საუბარია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაზე, რუსეთის მხრიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაზე.
 
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან ჯარების გაყვანისკენ უნდა მოუწოდოს.
 
"რუსეთის მთავრობა განაგრძობს უგულვებელყოფას საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების, რომელიც მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებთან ჰუმანიტარული ჯგუფების თავისუფალ წვდომას და კონფლიქტის ზონების მონიტორინგს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ… ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს ტერიტორიულ ცვლილებებს, რომელიც ძალის გამოყენების შედეგია, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და დნესტრისპირეთში უკანონო შეჭრისა და ოკუპაციის ჩათვლით,“ – აღნიშნულია კანონპროექტში.
 
კანონპროექტში ასევე საუბარია შეერთებული შტატების ფედერალურ ბიუჯეტში 250 მილიონი დოლარის გამოყოფაზე, რომელიც უნდა მოხმარდეს მოკავშირე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში რუსეთის ზემოქმედების წინააღმდეგ ქმედებებს.
 
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ირანის სანქციათა კანონზე მიბმულ რუსეთის სანქციების ორპარტიულ კანონპროექტში, საქართველოსთან დაკავშირებით ძლიერი მხარდაჭერაა გამოხატული. 
 
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რამდენიმე დღის წინ სენატში განაცხადა, რომ მას არ სურს რუსეთთან ურთიერთობების ის არხებიც დაიხუროს, რომელიც დღეს არსებობს. თუმცა, რექს ტილერსონს კონკრეტულად არაფერი უთქვამს, შეეწინააღმდეგება თუ არა კანონის მიღებას აღმასრულებელი ხელისუფლება.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...