მთავარისიახლეებირეგიონებისტიქია სამეგრელოში - შექმნილია საგანგებო შტაბები და ზარალის დამთვლელი კომისიები

სტიქია სამეგრელოში – შექმნილია საგანგებო შტაბები და ზარალის დამთვლელი კომისიები [Video]

Published on

გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა  სამეგრელოში. სტიქიამ განსაკუთრებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ლიაში რამდენიმე ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეტები დაიტბორა.
 
ადიდებულმა ღელეებმა სოფელ პალურში, საჩინოსა და  ჯვარში შიდა გზები ჩამორეცხეს. სოფელ ნაკიფუში კი საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულებია დატბორილი.
 
 
ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობის ადიდების შედეგად,  მრავალსართულიანი სახლების ეზოები და სავარგულები დაიტბორა. 
 
 
სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. კერძოდ, სოფელ ნაგვაზაოში ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდმაო ნაკვეთები დაიტბორა.  
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ, მდინარე ენგურის ადიდება გამოიწვია. ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ენგურმა რამდენიმე მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი დატბორა.
 
 
პრობლემურ მუნიციპალიტეტებში დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდბოგირები და გაბიონები.
სტიქიის კერებში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები და პოლიცია. არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობოდნენ მუნიციპალიტეტების გამგებლები და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 
 
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და გამგეობებში შექმნილია საგანგებო შტაბები. მუშაობს ზარალის დამთველი სპეციალური კომისია.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...