მთავარისიახლეებისამართალიშემზარავი ფაქტი აფხაზეთში: ე.წ პრეზიდენტის მძღოლმა 14 წლის გოგონა გააუპატიურა

შემზარავი ფაქტი აფხაზეთში: ე.წ პრეზიდენტის მძღოლმა 14 წლის გოგონა გააუპატიურა

Published on

აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ შემზარავი ფაქტი მოხდა – ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა. ადგილობრივი მოსახლეობა ბრალდებულის დაუყოვნებლივ პოვნასა და “ლინჩის წესით” გასამართლებას ითხოვს.
 
აფხაზური მედიის ინფორმაციით, “ძალოვანი სტრუქტურის” ყოფილი თანამშრომელი, ასტამურ ჯოპუა, რომელიც 2003 წელს დაბადებული გოგონას გაუპატიურებაშია ეჭვმიტანალი, ამ დროისთვის მიმალვაშია. ადგილობრივი ხელმძღვანელობა თხოვს ყველას, რაიმე სახის ინფორმაციის შემთხვევაში, შესაბამის სამსახურებს შეატყობინონ. გოგონა უმძიმეს მდგომარეობაშია და ის სოხუმის საავადმყოფოში იმყოფება…
 
“აფსნი ლაიფი” წერს, რომ 12 ივნისს, დილის 4 საათზე, ასტამურ ჯოპუა, “იაგუარის” მარკის ავტომობილით მივიდა გოგონას სახლში, გუმისთაში. არასრულწლოვანი სახლიდან იარაღის მუქარითა და ძალის გამოყენებით გამოიყვანა, შემდეგ ავტომანქანაში ჩაისვა და ეშერაში, ყოფილი სპორტბაზის მიმართულებით წაიყვანა… “გარშემო ტყის მასივია და დასახლება არ არის. მან გოგონა რამდენიმე გასროლით შეაშინა, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდა. ცემისგან გონება დაკარგულ გოგონაზე კი, ძალა გამოიყენა, რის შემდეგაც ისევ მანქანაში ჩასვა და სახლში მიიყვანა…”- წერს “აფსნი ლაიფი”.

სიახლეები

დადასტურდა, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველია

რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ატლანტის ოკეანეში...

გაზპრომი- 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება - 40.4%-ით...

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე...

ამ რეჟიმის ბოლო დღეების მომსწრეები ვართ-მერცი ირანზე

თუ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ძალადობით შეუძლია, მაშინ ის ფაქტობრივად დასრულებულია. ვფიქრობ, რომ ამ...