მთავარისიახლეებიპოლიტიკაქაბულში შიიტების მეჩეთში ტერორისტები შეიჭრნენ. არის მსხვერპლი

ქაბულში შიიტების მეჩეთში ტერორისტები შეიჭრნენ. არის მსხვერპლი

Published on

მორიგი თავდასხმა მოხდა მშვიდობიან მოსახლეობაზე ქაბულში. გუშინ, საღამოს სააათებში მეჩეთში, სადაც შიიტი მუსლიმები რამადანის ლოცვაზე იყვნენ შეკრებილები, სამმა ტერორისტმა სცადა შეჭრა. ტერორისტები სალოცავის შესასვლელთან პოლიციამ შეაჩერა, რასაც სროლა მოჰყვა.
 
თვითმხილველების განცხადებით, ორი თავდამსხმელი ძალოვანებმა ადგილზე მოკლეს, მესამემ კი მძევალთან ერთად  მოახერხა მეჩეთის მზარეულოში  შეღწევა, სადაც თვითმკვლელის ქამარი მოიყვანა მოქმედებაში და მძევალთან ერთად აიფეთქა თავი.
 
სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, 8 დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
 
ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო..
 
ბოლო დროს ქაბულში გახშირდა თავდასხმები შიიტ მოსახლეობაზე. შარშან, ნოემბერში 30 – მეტი ადამიანი ემსხვერპლა მეჩეთში განხორციელებულ ტერაქტს,ხოლო რამდენიმე კვირის წინ  150 – ზე მეტი დაიღუპა შიიტების საპროტესტო აქციაზე დანაღმული სატვირთო ავტომობილით მიტანილი იერიშის შედეგად.
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....