მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვენეციის კომისიას რეკომედაციებს ეხმაურება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვენეციის კომისიას რეკომედაციებს ეხმაურება

Published on

ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიღო. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის  ანა დოლიძის განცხადებით, , ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ დოკუმენტში, რომელიც გასულ კვირას გახდა ცნობილი, გარკვეული ცვლილებები შევიდა.

”დაემატა რამდენიმე ახალი ფორმულირება – დასკვნაში ჩაიწერება, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსზე მიღებული, რომ დოკუმენტი არ იყოს ერთპარტიული. გარდა ამისა, ძალიან სერიოზული რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეიქმნას პარლამენტის ზედა პალატა, რომელიც იქნება დამბალანსებელი ქვედა პალატის ძალაუფლების. მომხსენებელმა თქვა, რომ შევქმნათ გარდამავალი ზედა პალატა. ამასთან, ჩაიწერა, რომ სასურველია, პარლამენტმა აღარ დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ანუ იუსტიციის საბჭოს წარდგენით წარადგინოს პრეზიდენტმა და პარლამენტრმა ამაში მონაწილეობა არ მიიღოს”, – განაცხადა ანა დოლძემ. მისი თქმით, დასკვნის სრული ვერსია 19 ივნისს გამოქვეყნდება.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...