მთავარისიახლეებისაზოგადოებაგორის მერის მოადგილეს ოჯახში ქალის ტანსაცმელში გადაცმული ყაჩაღები შეეჭრნენ

გორის მერის მოადგილეს ოჯახში ქალის ტანსაცმელში გადაცმული ყაჩაღები შეეჭრნენ

Published on

გორის ცენტრში, სტალინის ქუჩის #3-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გუშინ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გოგა რაზმაძის ოჯახში ნიღბიანები პირები შეიჭრნენ., მეზობლების თქმით, ისინი  ქალის სამოსში იყვნენ გადაცმულები.
 
არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს თავად მერის მოადგილე სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა სახლში ოჯახის წევრები  იმყოფებოდნენ, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და მათი ძიძა, განსხვავებული ვერსიით კი – რაზმაძის დედა
 ბოროტმოქმედებმა ქალს თავში ჩაარტყეს და ფული მოსთხოვეს.  ამ ინცინდენტის შემდეგ  იგი  საავადმყოფოში მოხვდა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია. 
 
ოჯახი მომხდარზე არ საუბრობს, უცნობია მოახერხეს თუ არა ოჯახიდან რამის წაღება.

 
შინაგან საქმეთა სამინისტროში გორში ყაჩაღობის ფაქტს ადასტურებენ. უწყების პრესსამსახურის ცნობით,  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს., ამ ეტაპზე დამნაშავის დასადგენად და დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...