მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

Published on

გუშინ რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის გოგონა, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
 
ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
 
გოგონას ავარიის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის თავის ტრავმა და მხრის მოტეხილობა აღენიშნება.
 
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში მე-7 მიკრო რაიონის #9 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ მოხდა. 7 წლის გოგონას „ოპელის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა. მძღოლის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....