მთავარისიახლეებისამართალიპროკურატურა უარყოფს გურამ რჩეულიშვილის შეთავაზებულ გეგმას დაზარალებულთა დაკმაყოფილებისთვის

პროკურატურა უარყოფს გურამ რჩეულიშვილის შეთავაზებულ გეგმას დაზარალებულთა დაკმაყოფილებისთვის

Published on

გურამ რჩეულიშვილის მიერ შეთავაზებული დაზარალებულთა დაკმაყოფილების გეგმა პროკურატურისთვის მისაღები არ არის და შესაბამისად მისი განხილვა ამ ეტაპზე არ მოხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ცენტრ პოინტის“ საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განუცხადა. 
 
როგორც მან აღნიშნა, ვიდრე არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, მანამდე მსჯავრდებულ მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება. 
 
"ბრალდების მხარე არანაირ გეგმას და სამოქმედო სტრატეგიას არ განიხილავს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ შეთავაზებულია პირობა, რომ დაკმაყოფილდნენ დაზარალებულები. როდესაც ჩვენ გვექნება რეალური წინგადადგმული ნაბიჯი და დაკმაყოფილდებიან დაზარალებულები, ამის შემდგომ ვიმსჯელებთ საპროცესო შეთანხმებაზე. მათ მიერ შემოთავაზებულია გარკვეული ინვესტორები და სამომავლო გეგმა მხოლოდ", – განაცხადა დავით გუმბერიძემ.
ეს განცხადება გაკეთდა იმ საპროტესტო აქციის ფონზე, რომელიც დღეს გაიმართა თბილისში ,,ცენტრ პოინტის'' მიზეზით დაზარალებულთა მიერ. 
 
შეგახსენებთ, " ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გურამ რჩეულიშვილმა პროკურატურას  ორო დრის წინ შესთავაზა ის საბოლოო პირობები, რის საფუძველზეც მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს.
 
"ჩვენ პროკურატურას შევთავაზეთ სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავს ყველა ობიექტის დამთავრებას. ეს სამუშაო გეგმა ეხება რამდენიმე მიმართულებას. შიგნით ჩადებულია გარანტიები, მოცემულია ასევე ვადები და მითითებულია წყაროები, თუ საიდან შეიძლება იყოს მობილიზებული რესურსები. რამდენად მალე ჩაერთვება ახლა ამ პროცესში სახელმწიფო და რამდენად დაიცავს ჩვენს ინტერესებს, მით უფრო ჩქარა დასრულდება დაზარალებულთა დაკმაყოფილება. ახლა გვჭირდება სახელმწიფოს დახმარებამ, როგორიცაა ფინანსურიდა ასევე ქონებაზე ყადაღის მოხსნა . ჩვენ მზად ვართ, ჩვენი აქტივები მოვახმაროთ ამის დამთავრებას. შეთავაზებული გეგმები რამდენიმე ვარიანტს მოიცავს, თუ როდის უნდა დასრულდეს გეგმის გამხორციელება. ჩვენი წინაპირობაა – გარანტიების შესწავლის შემდეგ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის გათავისუფლება და შემდეგ უკვე არჩეული გეგმის განხორციელების დაწყება""- განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
 
იგი დასძენს, რომ ,,არსებობს ინვესტორი, რომელიც დაინტერესებულია მშენებლობების გაგრძელებით და დაახლოებით 10 დღეში ხელშეკრულება გაფორმდება. 
 გურამ რჩეულიშვილი ინვესტორის სახელს არ ასახელებს. 
 
 

სიახლეები

დადასტურდა, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველია

რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ატლანტის ოკეანეში...

გაზპრომი- 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება - 40.4%-ით...

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე...

ამ რეჟიმის ბოლო დღეების მომსწრეები ვართ-მერცი ირანზე

თუ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ძალადობით შეუძლია, მაშინ ის ფაქტობრივად დასრულებულია. ვფიქრობ, რომ ამ...