მთავარისიახლეებიმსოფლიოოპოზიციის საპროტესტო მარში ანკარიდან სტამბოლამდე

ოპოზიციის საპროტესტო მარში ანკარიდან სტამბოლამდე

Published on

თურქეთის ოპოზიციურმა „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ ანკარაში საპროტესტო მარში დაიწყო და დეპუტატ ენის ბერბეროღლუს წინააღმდეგ გუშინ გამოტანილი განაჩენი გააპროტესტა. სტამბოლის სისხლის სამართლის მე-14 უზენაესმა სასამართლომ ბერბეროღლუ დამნაშავედ სცნო.
პოლიტიკურ და სამხედრო შპიონაჟში და  25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარე ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა.
 
პარტიაში აცხადებენ, რომ სასამართლოს ეს განაჩენი ოპოზიციის დაშინებას წარმოადგენს. „იქ, სადაც სამართლიანობა არ არის, სახელმწიფო არ არის. ვისაც სიმართლის ხმის გაგონება არ სურს, ჩვენი ხმის შესმენა  მოუწევს.  ჩვენ არ გვსურს, რომ ციხეებში ჟურნალისტები, მასწავლებლები ისხდნენ. ჩვენ არ გვინდა კონფლიქტი. ჩვენ მშვიდობიანი თანაცხოვრება გვინდა ყველასთან  და  მარშს იქამდე გავაგრძელებთ, ვიდრე თურქეთში სამართლიანობა არ დაბრუნდება“, – ამბობს პარტიის ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ. –  მე სხვებთან ერთად ფეხით ჩავალ სტამბოლამდე ( მარშის სასტარტო ადგილს სტამბოლიდან 450 კილომეტრი აშორებს – ოდიში ნიუსი) 
 
ენის ბერბეროღლუს ბრალად ედებოდა სადაზვერვო ინფორმაციის გავრცელება, რომლის თანახმადაც, თურქეთი სირიაში იარაღის მიწოდებას ახორციელებდა.
ბრალდების თანახმად, ენის ბერბეროღლუმ 2015 წელს ოპოზიციური გაზეთის Cumhuriyet-ის მთავარ რედაქტორს ჯან დიუნდარს ინფორმაცია გადასცა იმის თაობაზე, რომ თურქეთის დაზვერვამ თითქოს იარაღი მიაწოდა სირიაში მებრძოლ ისლამისტ „ბოევიკებს“.
 
2015 წელს აღნიშნული ინფორმაციის შემცველი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციური გაზეთის Cumhuriyet-ის მთავარი რედაქტორი ჯან დიუნდარი დააკავეს და სტამბოლის  მალთეფეს რაიონში მდებარე  ციხეში გაამწესეს.  იმავე წლის მაისში მასზე თავდასხმა მოხდა, რის შემდეგაც ის საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა.
 
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...