ჩეხი სენატორები ოკუპირებული აფხაზეთის საზღვარზე, ხურჩის მონაკვეთზე არსებულ ვითარებას გაეცნენ

0
454
14 ივნისს  ზუგდიდში  ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ თან ახლდა  ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი. ჩეხი სენატორების ვიზიტის მიზანი ოკუპირებულ აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული მდგმარეობის გაცნობა იყო. ჩეხების  დელეგაციამ დფაათვალიერა   ხურჩა-ნაბაკევის ყოფილი ე.წ საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც დე ფაქტო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით იქნა გაუქმებული და კიდევ უფრო მეტი პრობლემები შეუქმნა ქართულ მოსახლეობას გადაადგილების თვალსაზრისით. 
დელეგაციას თან ახლდა  სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელმაც  მათ მიაწოდა ინფორმაცია  რუსეთის საოკუპაციო ჯარების ქმედებათა  და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები   ეთნიკური ქართველების მდგომარეობის სესახებ.
„ 21-ე საუკუნეში ასეთი საზღვრები არ უნდა არსებობდეს. ჩეხეთი ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“ – განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის წარმომადგენლის პეტერ კოლიბამ.
სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის დელეგაციის წარმომადგენლები ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.
წინა სტატიააშშ-ის სენატმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაკისრებას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაჩეხი სენატორები ოკუპირებული აფხაზეთის საზღვარზე, ხურჩის მონაკვეთზე არსებულ ვითარებას გაეცნენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური