აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთისთვის უკვე დაწესებული სანქციების გაღრმავებასა და დამატებით ახალი შეზღუდვების დაკისრებას გულისხმობს. კანონპროექტით, გართულდება სანქციების მოხსნის პროცედურაც.BBC-ის რუსული სერვისის ცნობით, ახლა დოკუმენტი კონგრესს გადაეცემა და კონგრესმენების მხარდამჭერის შემთხვევაში, დონალდ ტრამპს გადაეგზავნება ხელის მოსაწერად.სენატის ინიციატივით, ახალი სანქციები "იმ კორუმპირებულ რუს მოღვაწეებს დაეკისრებათ, ვინც სანქციებისგან თავის დაძვრენას ცდილობს", ასევე მათ, ვინც "მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა დარღვევაში; იარაღს აწვდის ასადის რეჟიმს; რუსეთის ხელისუფლების დავალებით გეგმავს კიბერ თავდასხმებს."რუსული ტელეარხის, დოჟდის ცნობით, სენატი რუსეთის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან სექტორების შეზღუდვასაც გეგმავს, როგორიცაა: სამთო-მომპოვებელი ინდუსტრია, მეტალურგია, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტი. სანქციები დაეკისრებათ მათაც, ვინც რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორში მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას ჩადებს.რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ-მ 2014 წელს, უკრაინაში, დონბასში დაწყებული კონფლიქტის გამო დააწესა. შეზღუდვები აშშ-ში მანამდეც მოქმედებდა, თუმცა კონკრეტულად რამდენიმე რუსი და უკრაინელი ჩინოვნიკისა და კომპანიის წინააღმდეგ.
სიახლეები
საზოგადოება
ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...
სიახლეები
ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა
ოზურგეთის მერი გადადგა ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
"მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...
სიახლეები
“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს
“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...
სიახლეები
ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...