მთავარისიახლეებიმსოფლიოვირჯინიის შტატში სროლის შედეგად დაჭრილია კონგრესმენი სტივ სკელიზი

ვირჯინიის შტატში სროლის შედეგად დაჭრილია კონგრესმენი სტივ სკელიზი

Published on

აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში სროლის შედეგად რესპუბლიკელი კონგრესმენი სტივ სკელიზი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს, დაშავებულთა ზუსტი ციფრი ჯერჯერობით არ დასახელებულა, თუმცა პოლიციის ინფორმაციით თავდასხმაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.Fox News-ის ცნობით კონგრესმენი ცეცხლსასროლი იარაღით ბარძაყის არეში დაჭრეს, ასევე დაჭრილია კონგრესმენის რამდენიმე თანაშემწე. თვითმხილველების თქმით სროლა მაშინ დაიწყო, როდესაც კონგრემენები ბესიბოლს თამაშობდნენ, შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...