მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ ცრუობს მერი ნარმანია და რა თანხებით მიმოდიან ივანიშვილის ხეები...

რატომ ცრუობს მერი ნარმანია და რა თანხებით მიმოდიან ივანიშვილის ხეები საქართველოს გზებზე

Published on

,,თბილისის მერიამ ესტაკადის მშენებლობა არა ხეების მოჭრის საფრთხის  გამო შეაჩერა'' – ასე ხსნისდედაქალაქის მერი დავით ნარმანია ,  კარტოზია-ცინცაძის ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მსენელობის პროექტის შეჩერების მიზეზებს. მისი განმარტებით  პროექტი ესტაკადის მშენებლობისთვის 87 საღი ხის მოჭრას ითვალისწინებდა, და სწორედ ამიტომ თქვა უარი მის განხორციელებაზე თბილისის მერიამ 
 
ნაციონალური მოძრაობა  დედაქალაქის მერს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ შეჩერება მოხდა არა ხეების,  არამედ არამედ ივანიშვილის ინტერესების დაცვისმიზნით
 
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  წევრი  ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ესტაკადას ივანიშვილის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უნდა გაევლო, ეს ნაკვეტი   ივანიშვილს იმ პირობით ჰქონდა შეძენილი, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის დაეთმო.
 
„დავით ნარმანია არის თავის მართლების რეჟიმში, მას ან უნდა დაედასტურებინა, რომ აღნიშნული ესტაკადის განხორციელება შეჩერებულია მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ მოთხოვა შესრულება აღებული ვალდებულებებისა  მოთხოვნისთანავე დაეთმო თბილისელებისთვის იმ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ესტაკადას უნდა გაევლო .უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილს უნდა დაეხარჯა 500 ათასი ლარი ან დავით ნარმანიას უნდა ეთქვა ტყუილები, თითქოს იქ ხეები იჭრებოდა, თითქოს იყო სხვა სახის პრობლემები და თავზე ნაცარი დაეყარა .
თუ არ მოსწონდა ეს პროექტი, მაშინ რატომ ჩაურიცხა თბილისის მერიამ კონტრაქტორ კომპანია შპს ზიმოს ერთი მილიონი ლარი ავანსის სახით, რომელსაც წელიწადზე მეტია ამ კომპანია თავის პირადი მიზნებისთვის იყენებს. მათ შორის, შესაძლოა, იყენებდეს ბიძინა ივანიშვილის ხეების გადარგვა-გადმორგვისთვის,“ – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
 
მისი თქმით, თბილისის მერიამ კომპანია ზიმოს ესტაკადის მშენებლობისთვის ავანსის სახით მილიონი ლარი ერთი წლის წინ გადაურიცხა. ხეებიც, როგორც ჩანს, ამ თანხით მოგზაურობენ. 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....