მთავარისიახლეებიმსოფლიოლონდონში მრავალსართულიანი სახლი იწვის

ლონდონში მრავალსართულიანი სახლი იწვის

Published on

წუხელ ლონდონში ადგილობრივი დროით 00. 50 წუთზე  მრავალსართულიან  საცხოვრებელ სახლში   ხანძარი გაჩნდა.
 
ლონდონის სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, შედეგად საავადმყოფოებში 50 ადამიანია გადაყვანილი, სახანძრო სამსახურის წარმომადგენელის თქმით კი, არიან დაღუპულებიც, მათშორის მეხანძრეებიც. 
 
„სამწუხაროდ, უნდა დავადასტურო, რომ არიან დაღუპულები. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი თუ რამდენი დაღუპულია. ხანძრის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია“, – განაცხადა ლონდონის სახანძრო სამსახურის კომისარმა დენი კოტონმა
 
შენობა 24 სართულიანია, ცეცხლის გცენის მომენტში მასშო სეიძლება 600 – მდეადამიანი ყოფილიყო.  თვითმხილველები ამბობენს, რომ შენობის ფანჯრებში ათეულობით ადამიანი ჩანდა და მათ შორის ბევრი გადმოხტომას ცდილობდა. 
გამოძახებისთანავე, სულ რაღაც 6 წუთში  ადგილზე 40 – ზე მეტი სახანძრო ბრიგადა და 200 – მდე მეხანძრე მივიდა. საქმე გაართულა იმან, რომ შენობის ირგვლივ ძალიან ვიწრო ქუჩებია და სახანძრო მანქანების ახლოს მიყვანა ჭირს. 
 
ისინი ამ წუთებამდე ებრძვიან ხანძარს და ვერ ასახელებენ ხანძრის გაჩენის მიზეზს.  ცეცხლი მეორე სართულიდან ბოლო 24 – სართულამდე მძვინვარებს და მისი ლოკალიზება ვერ ხერხდება.  არის საშიშროება ცეცხლი ახლომდებარე შენობებზე გადავიდეს. მოსახლეობა ამ სახლებიდანაც ევაკუირებულია.  გადაკეტილია მიმდებარექუჩები, მახლობელ სასკოლო და სპორტულ შენობებში გახსნილია დახმარების ცენტრები. 
 
 ხანძარი თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა – მსგავსი რამ ჩემი მუშაობის 29 წლის მანძილზე არ მინახავს-   აცხადებს ლონდონის სახანძრო სამსახურის მეთაური. ბი-ბი- სი იუწყება, რომ არის საშიშროება შენობა ჩამოინგრეს.  ისმის მინების მსხვრევის ხმები, ირგვლივ შენობის ნანგრევები ცვივა, ყველაფერი კვამლით არის დაფარული.
 
ლონდონის მერი სიდიყ ხანი ამ ხანძარს აფასებს როგორც ,,საგანგებო სიტუაციას''.
 
ალმოდებული საცხივრებელი ცათამბჯენი Grenfell Tower აგებულია 1074 წელს, მასში 200 საცხოვრებელი ბინაა. 
 
გადარჩენილები ამბობენ, რომ სახლს ამასწინათ მასშტაბური რემონტი ჩაუტარდა.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....