მთავარისიახლეებისაზოგადოებაგერგიევთან არ დავუკრავ...ის პუტინის მეგობარია, პუტინს კი ჩემი სამშობლო ოკუპირებული აქვს -...

გერგიევთან არ დავუკრავ…ის პუტინის მეგობარია, პუტინს კი ჩემი სამშობლო ოკუპირებული აქვს – ხატია ბუნიათიშვილი

Published on

ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა, გერმანულ არხზე გამოსვილისას, საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის პოლიტიკაზე ისაუბრა. მის კომენტარს "pirveliradio.ge" ავრცელებს."ვალერი გერგიევთან არასდროს დავუკრავ იმიტომ, რომ ის პუტინის მეგობარია. მეგობრობა ისეთი რამაა, რომელშიც შეზღუდვა არ არსებობს. ადამიანი მეგობრობს იმასთან, ვისთანაც სურს. ვალერი გერგიევი ჩემთვის იმიტომ არის მიუღებელი, რომ პუტინის პოლიტიკას უწევს პროპაგანდას.ვლადიმერ პუტინი პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებს. მას ოკუპირებული აქვს ჩემი სამშობლო, საქართველო. ის ახდენს უკრაინის ანექსიას. ყველამ იცის, რა ვითარებაა სირიაში და ვინ არის ამაში დამნაშავე. ასეთ დროს არ გვაქვს უფლება ვიყოთ ნეიტრალურები. ჩვენ ამ მოვლენებზე რეაგირება უნდა გვქონდეს. ვფიქრობ, ეს ჩვენი აბსოლუტური პასუხისმგებლობაა.მე ვარ საქართველოს და ასევე მსოფლიოს მოქალაქე, ამიტომ ვალდებული ვარ ვთქვა, რომ არსებობს პრობლემები და პირადად ჩემთვის, ისინი მიუღებელია",- განაცხადა ხატია ბუნიათიშვილმა.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....