მთავარისიახლეებისაზოგადოებაოლიგარქი ვერ აქცევს ქვეყანას ბანანის რესპუბლიკად, სადაც მოქალაქეების ბედს მისი შვილის...

ოლიგარქი ვერ აქცევს ქვეყანას ბანანის რესპუბლიკად, სადაც მოქალაქეების ბედს მისი შვილის სოციალური სტატუსი განსაზღვრავს

Published on

,,ივანიშვილს სურს, ბანანის რესპუბლიკაში გვაცხოვროს, სადაც მისი შვილის სოციალური სტატუსი განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ბედს – იქნებიან ისინი ციხეში, თუ იქნებიან გარეთ, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ბირჟა მაფიას" წევრების გათავისუფლების საკითხს.
 
ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლებას, რაც არ უნდა ეცადოს,  აღარ გამოუვა ამ პრობლემის გადაფარვა ამა თუ იმ კანონპროექტით.
 
"ხელისუფლება ცდილობს, მონახოს გამოსავალი სრულიად გამოუვალი მდგომარეობიდან, რადგან ცალსახაა, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირმა დაუკვეთა ამ ადამიანების დაჭერა ჩადების ხარჯზე. ხოლო შემდგომ, როდესაც ოლიგარქის ვაჟმა გადაწყვიტა, რომ სოლიდარობა გამოეცხადებინა თავის სფეროში მოღვაწე მუსიკოსებისთვის, მთელ სამართალდამცავ და სასამართლო სტრუქტურებს მოუწიათ ბერა ივანიშვილის ნარატივზე გადაწყობა", – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...