მთავარისიახლეებისაზოგადოებაგარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლებმა სახლ-კარი ეპარქიას მონასტრის ასაშენებლად შესწირეს, გამოიყენა თუ ეპარქიამ...

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლებმა სახლ-კარი ეპარქიას მონასტრის ასაშენებლად შესწირეს, გამოიყენა თუ ეპარქიამ ეს შესაწირი მათი ნების საწინააღმდეგოდ?

Published on

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია უარს ამბობს ასეთ შემოწირულობაზე. – ამის შესახებ ნათქვამია  სპეციალურ განცხადებაში, რომელიც ეპარქიის ოფიციალურ ელგვერდზე ვრცელდება .
 
,,ჭალეში მიმდინარე პროცესებთან დაკამშირებით გვსურს განვაცხადოთ შემდეგი.- ნათქვამია განცხადებაში – 2009 წელს ვალტერ და ია აქუბარდიებმა გარდაცვლილი შვილის, – ომარის სახელზე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას შემოსწირეს მათ საკუთრებაში არსებული კარ-მიდამო. ოჯახის სურვილი იყო, რომ აღნიშნულ ადგილას დაარსებულიყო მონასტერი. ქონება იურიდიულად გადაუფორმდა საქართველოს საპატრიარქოს. ფინანსური და სხვა ობიექტური მიზეზის გამო მონასტრის დაარსება გაჭიანურდა. მიუხედავად იმისა, რომ კარ-მიდამო იურიდიულად ეკუთვნოდა ეკლესიას, მისით არასდროს უსარგებლია, რადგან შემოსავალს (თხილნარი და სახნავ-სათესი) განკარგავდნენ ოჯახის ნათესავები.
 
2016 წელს ჯვარი-ხორგას მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი ანძა პროექტის თანახმად უნდა აღმართულიყო შემოწირული ეზოს ტერიტორიაზე. მიწის დათმობისათვის კომპანიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მიმართა ეპარქიას. იმის გათვალისწინებით, რომ გადამცემი ხაზის მშენებლობა წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს, ეკლესია დათანხმდა წინადადებას და კომპენსაციის სახით ეპარქიის ანგარიშზე ჩაირიცხა 171 663 ლარი. აღნიშნული თანხა უნდა მოხმარებოდა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას. აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპენსაცია მიიღო ელექტროგადამცემი ხაზის ზონაში მოხვედრილი მოსახლეობის უმრავლესობამ.
 
სამწუხაროდ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ოჯახმა და ნათესავებმა გამოთქვეს უკმაყოფილება და განაცხადეს, რომ ეპარქიამ მათი ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენა და გაყიდა ზემოთხსენებული ქონება. ამასთან დაკავშირებით ეპარქიამ გააკეთა განცხადება მიმდინარე წლის 7 ივნისს. ეკლესია არასდროს ყიდის შემოწირულ ქონებას, არამედ უნარჩუნებს ქვეყანასა და შთამომავლობას. 
 
წმ. მოციქული პავლე ბრძანებს: „მხიარულებით მისაცემილი უყვარს უფალსა“. რაკი აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით გაჩნდა უკმაყოფილება, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ მიიღო გადაწყვეტილება უარი განაცხადოს ასეთ შემოწირულობაზე და სრულად დაუბრუნოს ოჯახს. რადგან მიმდინარეობს სათანადო იურიდიული პროცედურის დაზუსტება ამ ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, განცხადება ამის შესახებ დღემდე არ გაჟღერებულა. 

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...

ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი ალექსეი პიმანოვი მოკვდა

ალექსეი პიმანოვი მოკვდა - რუსპროპაგანდის ერთ-ერთი „Звезда“ და ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი: ადამიანი, რომელმაც...

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...