ბიზნესმენის გატაცება– დაცვისა და ბრალდების მხარეები განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ

0
500
შს სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია ოთხი პირი. რომელთაც ბრალად ედებათ  სამშენებლო კომპანია ”სვეტის” ხელმძღვანელის გივი ჯიბლაძისაგან ფულის  გამოძალვა.   უწყების ინფორმაციით, დაკავებულები ბიზნესმენს  150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და მისი  კუთვნილი 200 კვადრატული მეტრის ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ. ამ მიზნით მათ  ბიზნესმენი გაიტაცეს,  ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
 
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ერთ–ერთი დაკავებული ნამდვილად იყო  ჯიბლაძის ბიზნესპარტნიორი და   კომპანია ”სვეტთან” გაფორმებული  ხელშეკრულების თანახმად მისთვის მართლაც უნდა გადაეხადა ფული კომპანიის ხელმძღვანელს გარკვეული პირობი, მაგრამ ახლა გივი ჯიბლაძის ადვოკატი დიმიტრი ტორაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენს არ ჰქონია ვალდებულება ფული გადაეხადა მათთვის. მისი თქმით,  მსგავსი ხელშეკრულება მართლაც იყო გაფორმებული  ერთ-ერთ კომპანიასთან, მაგრამ  დაკავებული პირები არც ამ კომპანიის თანამშრომლები არიან და მით უმეტეს ისეთი პირები,   ვისთვისაც ფული უნდა გადაეხადათ. 
 
”ხელშეკრულება ერთ-ერთ პარტნიორ ორგანიზაციასთან ნამდვილად არის გაფორმებული, თუმცა მას აქვს ორი პირობა – ნეგატიური და პოზიტიური პირობა. კერძოდ, პირობის თანახმად, თუკი ”სვეტი” მიიღებდა შესაბამის კოეფიციენტს მშენებლობისთვის, მაშინ ვიხდიდით 150 ათასს და დამატებით მიწები უნდა გაგვეცა ფიზიკურ პირებზე, ხოლო ამ ქონებას ვიტოვებდით ჩვენ. ნეგატიური პირობა კი იყო ის, რომ თუ კომპანიისთვის მიღებული კოეფიციენტი უინტერესო იქნებოდა, ხელშეკრულება ავტომატურად ბათილად  ჩაითვლებოდა– ამბობს ტორაძე. 
 
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გივი ჯიბლაძე დაკავებულთაგან ორს იცნობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბახტაძე, ურთიერთობაში ნიჟარაძის გვარს იყენებდა.

,, ჩვენ  ოთხი დაკავებულიდან ორ ადამიანთან გვქონდა შეხება, მაგრამ ისინი არ იყვნენ იმ კომპანიის ისეთი წარმომადგენლები, ვისთანაც ასეთი საკითხები უნდა განხილულიყო. მათთან უბრალოდ ტექნიკურ საკითხებს განვიხილავდით. ამბობს ტორაძე და დასძენს: კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გვაკავშირებს,  არ არის პასუხისმგებელი ამ ადამიანების საქციელისთვის და ამ შემთხვევის გამო მასთან  ურთიერთობას არ შევწყვეტთ და არც გავაფუჭებთ.ჩვენ არ განვიხილავთ, ამას პარტნიორ ორგანიზაციასთან ურთიერთობად, რადგან მათთან ალიან ცივილური ურთიერთობა გვაქვს და ეს  ურთიერთობა ამ ხელშეკრულების ფარგლებში შეიძლება გაგრძელდეს კიდეც”, – განაცხადა დიმიტრი ტორაძემ.
 
თავის მხრივ ბიზნესმენის გატაცებაში ბრალდებული ნიკოლოზ ბახტაძისა  და ლევან ჩქარეულისადვოკატი იმედა ბეროშვილი  აცხადებს, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფნი ბრალს არ აღიარებენ.
,,ბრალის წარდგენა ოფიციალურად ხვალ მოხდება და  არსებობს საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულები გამართლდნენ, რადგან მისი ინფპრმაციით საქმეში არ დევს სათანადო მტკიცებულებები, ფარულ ვიდეოჩანაწერებშიც კი არაფერია არსებითი, რაც მათ ბრალეულობას დაადასტურებს. თუმცა ამავე დროს იგი აღნიშნავს, დაცვის მხარე ამ ეტაპზე არ იცნობს საქმის მასალებს, რის გამოც კონკრეტიკისგან თავს იკავებს. შესაბამისი მასალების გადაგზავნას ხვალისთვის ვარაუდობენ. 
 
შეგახსენებთ, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე დღეს დილით თბილისის ცენტრიდან , ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს ბული პირი იყო. ჯიბლაძის თქმით, მას ოთხი პირი დახვდა,  თავზე ტომარ ჩამოაფარეს და გადაიყვანეს თბილისში მდებარე ერთერთ ავტოსადგომზე, სადაც იარაღის მუქარით აიძულებდნენ, რომ გადაეცა თანხა 150 000 ლარის ოდენობით. სავარაუდო გამტაცებლები სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
 
გივი ჯიბლაძის განცხადებით, გატაცებას წინ უძღოდა ცნობილი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლებთან დაპირისპირება.
 
 
 
 
წინა სტატიამარიამ ქუთელია, ინდირა და ლიზა ზარანდიები – 13 ივნისის სტიქიას შეწირული გოგონები (Video)
შემდეგი სტატიარა კავშირი აქვს ზურაბ წერეთელს კომპანია ,,სვეტის” ხელმძღვანელის გატაცებასთან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური