მთავარისიახლეებისაზოგადოებაცილისწამების ახალი ნიაღვარი ბენედიქტე (ბეჯით) ჯალაღონიას მიმართ- ვისთვის ავანტიურისტი, ვისთვის -...

ცილისწამების ახალი ნიაღვარი ბენედიქტე (ბეჯით) ჯალაღონიას მიმართ- ვისთვის ავანტიურისტი, ვისთვის – სანთელივით წმინდა ადამიანი, რომელიც შიდასაეკლესიო ინტრიგებს ემსხვერპლა

Published on

,,ბოლო პერიოდში მართლმადიდებელი ეკლესიის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ზედაპირზე ამოატივტივა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს სასულიერო პირს უწოდებს და პრესაში ეკლესიის სახელით სხვადასხვა მოსაზრებებს გამოთქვამს, ხშირად სკანდალურსაც კი… თუმცა ბევრმა  არ იცის, რომ უმეტესობა მათგანი საქართველოს საპატრიარქოს მიერ განკვეთილი, ან თვითმარქვია მოძღვარია. ''  – ასე იწყება ,,პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც შეიცავს  ,, ცრუ სამღვდელოების არასრულ სიას და მათ საკმაოდ სკანდალურ ისტორიებს.'' 
 
ამ საკმაოდ გრძელ ჩამონათვალში არის  ბენედიქტე (ბეჯით) ჯალაღონია , რომელიც სტატიის ავტორის ინტერპრეტაციით,  გახლავთ ერთ-ერთი პირველი თვითმარქვია „ეპისკოპოსი“ , რომლის სახელსაც უკავშირდება ისტორიული ავანტიურა საპატრიარქოს კარზე  . ,,მან ჯერ კიდევ 1968 წელს, მცხეთის სემინარიის სტუდენტობის დროს, აჯანყება მოუწყო პატრიარქ ეფრემ მეორეს და თავი გამოაცხადა მცხეთის ეპისკოპოსად. მაშინ პატრიარქმა ეფრემმა შეძლო აჯანყების ჩახშობა.- წერს სტატიის ავტორი.  – ბეჯით ჯალაღონიას ისტორიული ავანტიურის შესახებ საეკლესიო წრეებში ყველასთვის ცნობილია. ის და მისი მცირერიცხოვანი დაჯგუფება საპატრიარქო ტახტიდან ეფრემ მეორის ჩამოცილებას გეგმავდნენ, თუმცა შეთქმულება ვერ შედგა. 
 
ე.წ. წმიდა მამების შესახებ ეკლესიის მსახურთა შორის იმთავითვე ცუდი ხმები დადიოდაო, მაგრამ სამღვდელოებისა და მისი ხელმძღვანელობის აღშფოთებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, როცა მათ სვეტიცხოველში რელიგიური რიტუალის შესრულების დროს ატეხეს დებოში – წინააღმდეგობა გაუწიეს მღვდელმთავარს (იგულისხმება კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II). შემდეგ ისინი ქუთაისს ეწვივნენ და პეტრე-პავლეს ეკლესიაში შეეცადნენ, საცეცხლური წაერთმიათ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ ნაუმისთვის. ამ უპრეცედენტო შემთხვევის გამო ისინი განკვეთილ იქნენ ეკლესიიდან… საიდუმლო სერობა დიდხანს არ გაგრძელებულა, პირველმა მეორე, ხოლო მეორემ პირველი თვითნებურად აკურთხა მღვდელმსახურად. კერძოდ, ბეჯით ჯალაღონიამ მღვდელ-მონაზვნად აკურთხა ალექსანდრე ქათამაძე, ხოლო თავად ბეჯით ჯალაღონია „ეპისკოპოს ბენედიქტედ“ იქნა „კურთხეული“. ყველაფერი ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მათ დაეწყოთ „მღვდელმსახურების“ შესრულება, საიდანაც გარკვეულ შემოსავალს იღებენ. გაურკვეველი მოწმობით ჯალაღონია მოუნათლავ მიცვალებულებსაც კი „ნათლავს“. 
 
1972 წლის 7 აპრილს, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II გარდაიცვალა, სიონის საპატრიარქო ტაძარში ხალხს დაურიგეს ძველ ქართულ ენაზე შედგენილი წერილი, რომელშიც ეწერა: „ეფრემი არა არს ღირსი სიონში დაფვლისა, რომელ ემორჩილა ეშმაკსა, აწ მსწრაფლ აღსდექით, მოითხოვეთ ბერი ბენედიქტე ჯალაღონია, რომელიც ვიხილე განგებითა ღვთისათა – იგი არს ჭეშმარიტი ივერიის პატრიარქი, კურთხეულიცა ქრისტეს ხელითა წარადგინეთ მოთხოვნა – ჟამი მცირე არს. ათცამეტსა მაისსა დღესასწაულსა ქრისტეს ამაღლებისა იქნების სინოდი. იმღვიძარეთ ივერიელნო, ნუ გეშინისთ“.
 
მაშინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა ურბნელი მიტროპოლიტი დავითი.  ბეჯით ჯალაღონია კი „ჭეშმარიტი ივერიის“ პატრიარქობის მაძიებლად დარჩა. – წერს ,,პრაიმ ტაიმში'' ჟურნალისტი მირიან ბოქოლიშვილი, რომელსაც ადრეც ჰქონია პრობლემა ქარტიის საბჭოსთან  ქარტიის პრინციპების დარღევის გამო – იგი არც ამჯერად  ცდილა ინტერვიუ აეღო მეორე მხარისაგან .
 
ზუგდიდში ბევრია ადამიანი, რომელიც ბერ  ბენედიქტე ჯალაღონიას  იცნობს როგორც   სანთელივით წმინდა ადამიანს, რომელიც შიდასაეკლესიო ინტრიგებს ემსხვერპლა და ავანტიურა  მისი მხრიდან ყოვლად წარმოუდგენელია, ამასთან იცნობს როგორც შესანიშნავ პოეტსა და მთარგმნელს, მეგრული ენის დაცვა-განვითარებისათვის მოღვაწე ადამიანს.  
 
იქნებ, დროა ამოვიდეთ იარლიყების ტყვეობიდან, რომელსაც საბჭოთა პერიოდის ეკლესიის იერარქები და სუკი უცერემონიოდ აკერებდნენ ყველას, ვინც ცდილობდა ეხსნა ეკლესია  მათი  კლანჭებისაგან. 
 
ნონა ქობალია
 
 
 
 
 
 

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...