საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის საარჩევნო ბიულეტენების 90%-ია დათვლილი. ლიდერობას კვლავ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია „რესპუბლიკა, წინ!“ ინარჩუნებს, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 27.59 % ხვდა წილად. ამ დროის მონაცემებით, მეორე ადგილზე არიან რესპუბლიკელები ხმათა 15.76 %-ით. „ეროვნული ფრონტს“ არჩევნებში მონაწილეთა 13.81 %-მა დაუჭირა მხარი. „დაუმორჩილებელ საფრანგეთს“ ხმათა 10.80 % აქვს, ხოლო სოციალისტურ პარტიას – 7.45 %.საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 48 % შეადგინა. მე-15 მოწვევის პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად სულ 17 პარტიის 7882 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის ცენტრისტი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტია „რესპუბლიკა წინ“, რესპუბლიკური და სოციალისტური პარტიები, ასევე „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ და „ეროვნული ფრონტი“. საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოსაპოვებლად 577-ერთმანდატიანი საპარლამენტო ოლქიდან 289-ში გამარჯვებაა საჭირო.გამარჯვებულად სახელდება კანდიდატი, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 18 ივნისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობის მქონე ორი ოპონენტი დაუპირისპირდება ერთმანეთს, ან ის კანდიდატები, რომელთაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 12,5% დაუჭერს მხარს.
სიახლეები
საზოგადოება
ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...
სიახლეები
ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა
ოზურგეთის მერი გადადგა ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
"მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...
სიახლეები
“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს
“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...
სიახლეები
ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...