მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო

დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო

Published on

დღიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო, რომელიც ერთი თვე გაგრძელდება და პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება. დიდმარხვასთან შედარებით პეტრე-პავლობის მარხვა მსუბუქია. საეკლესიო გადმოცემით, პეტრე-პავლობის მარხვა ჯერ კიდევ მოციქულებმა დააწესეს. ტრადიციულად იგი სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ამიტომ, ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე – 7 დღე.წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე სხვა მოციქულთა შორის თავიანთი მოციქულებრივი და მოწამებრივი ღვაწლით გამორჩეული არიან. ამიტომ ეკლესია მათ, როგორც "თავთა მოციქულთა" იხსენიებს. ისინი ქრისტესთან სხვადასხვა გზით მივიდნენ. წმინდა პეტრე მოციქული უფლის 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ხოლო წმინდა პავლე მოციქული, ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ უფლის უდიდესი მსახური გახდა. წმინდა მოციქულები იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს აღესრულნენ. წმინდა პეტრე მოციქული თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო წმინდა პავლე მოციქულს თავი მოჰკვეთეს.

სიახლეები

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...