მთავარისიახლეებისაზოგადოებასოსო ოსორაული სავარადოდ გარდაცვლილია, მაგრამ ამის 100 პროცენტით დამადასტურებელი ინფორმაცია არა გვაქვს...

სოსო ოსორაული სავარადოდ გარდაცვლილია, მაგრამ ამის 100 პროცენტით დამადასტურებელი ინფორმაცია არა გვაქვს – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსტროში

Published on

”ჩვენმა წყარომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოსორაული, სავარაუდოდ, გარდაცვლილია. – ა. თუმცა ფაქტობრივი მასალა არ არსებობს, ამიტომ 100%-ით ამას ვერც გაეროს მისია ამტკიცებს და ვერც ჩვენ. არც თვითმხილველი არსებობს და არც გვამი. სანამ ეს არ არის, 100%-ით ვერც ვადასტურებთ”, – განაცხადა  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გოდაძემ სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე ინფორმაციით, ოჯახმა დღეს დეტალური ინფორმაცია მიიღო დაკარგული მფრინავის ადგილსამყოფელის დასადგენად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ასევე მათ გააცნეს სხვადასხვა ფოტო და ვიდეომასალა. 
„პირველივე დღიდან, რაც ცნობილი გახდა, რომ მფრინავი ტყვედ ჩავარდა შეიარაღებული დაჯგუფება M23-ის ხელში, ჩვენი უწყება ყველა რესურსს იყენებს, რომ გაირკვეს მისი ადგილსამყოფელი. ჩვენ ვიმუშავეთ ყველა დიპლომატიური არხის მეშვეობით. ვიმუშავეთ გაეროს მისიასთან, წითელ ჯვართან და კონგოს ხელისუფლებასთან”, – აღნიშნა ზვიად გოდაძემ. 
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...