მთავარისიახლეებისაზოგადოებასაზღვრის გადმოწევა არ გაპროტესტეს ეხლა ყველა ყალყზეა ვიღაც უნიჭო რეპერების უსამართლოდ დაჭერაზე!

საზღვრის გადმოწევა არ გაპროტესტეს ეხლა ყველა ყალყზეა ვიღაც უნიჭო რეპერების უსამართლოდ დაჭერაზე!

Published on

საზღვრის გადმოწევა არ გაპროტესტეს ეხლა ყველა ყალყზეა ვიღაც უნიჭო რეპერების უსამართლოდ დაჭერაზე! – სოციალურ ქსელში ,,ბირჟა მაფიას'' მხარდამჭერ აქციას, რომელიც გუშინ გაიმართა თბილისში,  არაერთგვაროვნად ეხმაურებიან.
 
 მაია ორჯონიკიძე: ივანიშვილის რეჟიმის პროვინციალურ ცინიზმს საზღვარი არა აქვს. ჯერ ბოლო დროს გახმაურებული ჯგუფი "ბირჟა-მაფიის" მუსიკოსები დააკავეს წამლის ტრადიციული ჩადებით, რითაც შური იძიეს ახალგაზრდებზე და სამაგალითოდ დააშინეს ივანიშვილის შსს-ს კრიტიკის ყველა პოტენციური მსურველი, მაგრამ ტრაგიკომედია დაიწყო მაშინ, როცა გაირკვა – პრინც ბერას შემოუთვლია-ძმებო რეპერებო,თქვენს გვერდით ვარ და მაგრად დადექითო!
ჭორვილელი პრინცის ეს ესკაპადა უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მუსიკოსებს დიდი ალბათობით გაათავისუფლებენ, მაგრამ ხალხის ზომბირებული ნაწილისთვის ბერა და შესაბამისად-მამამისიც კეთილი მეფისა და ასეთივე უფლისწულის შარავანდედით შეიმოსება, შიშის სინდრომი კი მაინც დარჩება. კეთილ და ბოროტ პოლიციელთა ცნობილ სპექტაკლსაც უტიფრად და ურცხვად გვაჩეჩებენ. 
ნიკა რურუა : "ბერას მერე ანტი-ჩადების პროტესტს მხარს ალბათ ოთარ ფარცხალაძე დაუჭერს"
თორნიკე ბარათაშვილი: მუხლი 14. პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი
პოლიციელი საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს უპარტიობის პრინციპის დაცვით.
პოლიციელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პარტიული ინტერესებისათვის
😀 მტყუანს უმღერა ბერა ივანიშვილმა რეპი ახალგაღვიძებულზე!!!
მეგი გოცირიძე: თბილისშიც , აჭარაშიც და სრულიად ქვეყნაში ხიხოს დაქირავებული ჰყავს ახალგაზრდების გარკვეული რაოდენობა , რომელსაც ნებისმიერ დროს გამოიყვანს და გააკეთებინებს იმას, რაც ბათუმში გააკეთებინა, გააკეთებინებს იმას, რასაც #ლაბორატორია115-ს აკეთებინებს და რაც ბერას ძმაკაცების დასაცავად განხორციელდა!
კვლავ გააგრძელებს მავნებლობების კეთებას, გულანთებული ახალგაზრდებიც "მოიხოდებიან" , ბერა გარეპავს, მამის მთავრობას დაუპირისპირდება  

სიახლეები

სუს-ის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო...

ავალიანის საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს ხელახლა იმსჯელებს

ახალი ბრალი გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს - მოზარდების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს ხელახლა...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს...

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...