მთავარისიახლეებისაზოგადოებასაზღვრის გადმოწევა არ გაპროტესტეს ეხლა ყველა ყალყზეა ვიღაც უნიჭო რეპერების უსამართლოდ დაჭერაზე!

საზღვრის გადმოწევა არ გაპროტესტეს ეხლა ყველა ყალყზეა ვიღაც უნიჭო რეპერების უსამართლოდ დაჭერაზე!

Published on

საზღვრის გადმოწევა არ გაპროტესტეს ეხლა ყველა ყალყზეა ვიღაც უნიჭო რეპერების უსამართლოდ დაჭერაზე!
 სოციალურ ქსელში ,,ბირჟა მაფიას'' მხარდამჭერ აქციას, რომელიც გუშინ გაიმართა თბილისში,  არაერთგავაროვნად ეხმაურებიან.
 
 მაია ორჯონიკიძე: ივანიშვილის რეჟიმის პროვინციალურ ცინიზმს საზღვარი არა აქვს. ჯერ ბოლო დროს გახმაურებული ჯგუფი "ბირჟა-მაფიის" მუსიკოსები დააკავეს წამლის ტრადიციული ჩადებით, რითაც შური იძიეს ახალგაზრდებზე და სამაგალითოდ დააშინეს ივანიშვილის შსს-ს კრიტიკის ყველა პოტენციური მსურველი, მაგრამ ტრაგიკომედია დაიწყო მაშინ, როცა გაირკვა – პრინც ბერას შემოუთვლია-ძმებო რეპერებო,თქვენს გვერდით ვარ და მაგრად დადექითო!
ჭორვილელი პრინცის ეს ესკაპადა უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მუსიკოსებს დიდი ალბათობით გაათავისუფლებენ, მაგრამ ხალხის ზომბირებული ნაწილისთვის ბერა და შესაბამისად-მამამისიც კეთილი მეფისა და ასეთივე უფლისწულის შარავანდედით შეიმოსება, შიშის სინდრომი კი მაინც დარჩება. კეთილ და ბოროტ პოლიციელთა ცნობილ სპექტაკლსაც უტიფრად და ურცხვად გვაჩეჩებენ. 
 
ნიკა რურუა : "ბერას მერე ანტი-ჩადების პროტესტს მხარს ალბათ ოთარ ფარცხალაძე დაუჭერს"
 
ეკა ხერხეულიძე რეპერების მიმართ ბერას თანადგომა "ძაან ჩუვსტვიტელნია" 🙂 ოჯახები გაცილებით ადვილად გადაიტანენ მამამისის მერ ჩადებული წამლით დაღუპული შვილების სიმძიმეს. ისიც რა ვიწრო პროფილის "მუსიკოსია", "იმენნა" რეპერებზე რეაგირებს, დიდი ამბავი, სხვას თუ ჩაუდებენ თუფაქი გფარავდეს, ბერა! რა ბიჭი ხარ, ვუაფრენთ შენზე 🙂
 
თორნიკე ბარათაშვილი: მუხლი 14. პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი
პოლიციელი საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს უპარტიობის პრინციპის დაცვით.
პოლიციელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პარტიული ინტერესებისათვის
😀 მტყუანს უმღერა ბერა ივანიშვილმა რეპი ახალგაღვიძებულზე!!!
 
მეგი გოცირიძე: თბილისშიც , აჭარაშიც და სრულიად ქვეყნაში ხიხოს დაქირავებული ჰყავს ახალგაზრდების გარკვეული რაოდენობა , რომელსაც ნებისმიერ დროს გამოიყვანს და გააკეთებინებს იმას, რაც ბათუმში გააკეთებინა, გააკეთებინებს იმას, რასაც #ლაბორატორია115-ს აკეთებინებს და რაც ბერას ძმაკაცების დასაცავად განხორციელდა!
კვლავ გააგრძელებს მავნებლობების კეთებას, გულანთებული ახალგაზრდებიც "მოიხოდებიან" , ბერა გარეპავს, მამის მთავრობას დაუპირისპირდება  

სიახლეები

საკონსტიტუციომ წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ ენმ-ს სარჩელი არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ, თეა წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ მიიღო....

ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება და 11 მაისს დასრულდება – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის...

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...