მთავარისიახლეებიპოლიტიკალინას ლინკევიჩუსი: „რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეზობლის ტერიტორიების მითვისება არ დარჩება შედეგების...

ლინას ლინკევიჩუსი: „რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეზობლის ტერიტორიების მითვისება არ დარჩება შედეგების გარეშე“

Published on

 ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა. ლინას ლინკევიჩუსმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად დღეს დილით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩას ეწვია და აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულსაზღვარზე ხურჩა ნაბაკევის გაუქმებული ე.წ საკონტროლო გამშვები პუნქტი დაათვალიერა.

ხურჩიდან ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად ენგურის ხიდზე გაემგზავრა. ლინას ლინკევიჩუსმა საოკუპაციო ხაზთან ახლოს რუსული ოკუპაცია დაგმო და განაცხადა, რომ რუსეთს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიები აქვს დაპყრობილი. 
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას განცხადებით, ლიტვის პირველი დიპლომატი ე.წ საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვით დაინტერესდა. მისივე თქმით, მან ლინას ლინკევიჩუსს რეგიონის განვითარებაზე, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია.
 
 
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას გააგრძელებს მანამ, სანამ სიტუაცია არ მოგვარდება.

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...