აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ენგურ-ქაღალდ კომბინატში ღია ცის ქვეშ საზოგადოებრივი დარბაზი ,,აფხაზეთი“ დააფუძნეს..როგორც დამფუძნებლებმა განაცხადეს ისინი მედიატორის როლს შეასრულებენ ხელისუფლებასა და დევნილებს შორის, დარბაზი მიმართული იქნება დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე. მათ რამოდენიმე პუნქტიანი მოთხოვნები წარმოუყენეს ხელისუფლებას და შესასრულებლად დრო 30 ივნისამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვვაში პერმამენტული აქციები დაანონსეს.დევნილები მოსახლეობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ გვერდში უდგანან საზოგადოებრივ დარბაზს, რომელიც დევნილთა პრობლემებზე იმუშავებს.საზოგადოებრივი დარბაზის ,,აფხაზეთის“ დამფუძნებლებთა შეკრებაზე ტყის ძმების მეთაური დათო შენგელიაც იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა რომ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს, თუმცა დევნილების პრობლემებზე იმუშავებს.დამფუძნებლებმა წარმოადგინეს სარეზოლუციო ტექსტი, სადაც გაწერილია ის მოთხოვნები, რომელსაც დევნილები ხელისუფლებას უყენებენ. ადგილზე შეკრებილებმა რეზოლუცია ხელმოწერებით დაადასტურეს.
სიახლეები
პოლიტიკა
აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა
აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...
სიახლეები
ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება
ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება.
დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...
სიახლეები
29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...
სიახლეები
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....