მთავარისიახლეებიპოლიტიკასაზოგადოებრივი დარბაზი ,,აფხაზეთი“ დღეს ოფიციალურად დაფუძნდა

საზოგადოებრივი დარბაზი ,,აფხაზეთი“ დღეს ოფიციალურად დაფუძნდა

Published on

 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ენგურ-ქაღალდ კომბინატში ღია ცის ქვეშ საზოგადოებრივი დარბაზი ,,აფხაზეთი“ დააფუძნეს..როგორც დამფუძნებლებმა განაცხადეს ისინი მედიატორის როლს შეასრულებენ ხელისუფლებასა და დევნილებს შორის, დარბაზი მიმართული იქნება დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე. მათ რამოდენიმე პუნქტიანი მოთხოვნები წარმოუყენეს ხელისუფლებას და შესასრულებლად  დრო 30 ივნისამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვვაში პერმამენტული აქციები დაანონსეს.დევნილები მოსახლეობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ გვერდში უდგანან საზოგადოებრივ დარბაზს, რომელიც დევნილთა პრობლემებზე იმუშავებს.საზოგადოებრივი დარბაზის ,,აფხაზეთის“ დამფუძნებლებთა შეკრებაზე ტყის ძმების მეთაური დათო შენგელიაც იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა რომ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს, თუმცა დევნილების პრობლემებზე იმუშავებს.დამფუძნებლებმა წარმოადგინეს სარეზოლუციო ტექსტი, სადაც გაწერილია ის მოთხოვნები, რომელსაც დევნილები ხელისუფლებას უყენებენ. ადგილზე შეკრებილებმა რეზოლუცია  ხელმოწერებით დაადასტურეს.
 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...