მთავარისიახლეებისაზოგადოებაპატრიარქის დაცვის წევრები სამსახურიდან გაათავისუფლეს

პატრიარქის დაცვის წევრები სამსახურიდან გაათავისუფლეს

Published on

საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის დაცვის წევრები გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2" ავრცელებს.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ილია მეორის დაცვას წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა, ახალი კადრებით ჩანაცვლდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი, "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას პატრიარქის დაცვის წევრების გათავისუფლებას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გათავისუფლებულია მხოლოდ მათი ნაწილი.
შეგახსნებთ, რომ გასულ კვირას პატრიარქის დაცვის უფროსად ვანო კობაიძე დაინიშნა, რომელმაც პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზურაბ ბუჩუკური შეცვალა.
ბოლო თვეების განმავლობაში ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უკვე მეორე ხელმძღვანელია, რომელიც პოსტს აღარ იკავებს. პირველი სოსო ოხანაშვილი იყო, ილია მეორის ოჯახის წევრი, რომელმაც ე.წ. ციანიდის საქმეზე ატეხილი ხმაურის შემდეგ დატოვა თანამდებობა.

სიახლეები

ჰონგკონგში, კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 13-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის...

ყველა ბრალს ვაღიარებ, ოღონდ ის ათეულობით ადამიანი გამოუშვით, ვინც ღობეს ხელი მოკიდა – ზოდელავა

მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა,...

შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი წყლის ძალაში ვნახე – ნიკა მელია

შვანგირაძეს არ გამოუვლენია მინიმალური დაინტერესებაც კი, თუ როგორ აღმოვჩნდი გალიაში, შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი...

ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ...