მთავარისიახლეებისაზოგადოება„მეტი რაღა უნდა მოხდეს?!“ - ზუგდიდში აქცია გაიმართება

„მეტი რაღა უნდა მოხდეს?!“ – ზუგდიდში აქცია გაიმართება

Published on

ზუგდიდში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები ვიზიარებთ "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის მიზანს და 10 ივნისს, 19:00 საათზე ვიკრიბებით ზუგდიდში, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე, მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას მხარდასაჭერად, პოლიციის თავგასულობის გასაპროტესტებლად, დემურ სტურუას მკვლელი გოდერძი თევზაძის ციხეში დასაბრუნებლად და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ცვლილების მოთხოვნით. 
 
ვიდეო-რგოლის შინაარსით უკმაყოფილო შ.ს.ს – მ მუნდირის ღირსება, მათთვის ნარკოტიკების ჩადებით დაიცვა.
 
მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებულმა უარყო ბრალდება, მოსართლემ არ გაითვალისწინა და წინასწარ პატიმრობაში დატოვა დაკავებულები.
 
„ბირჟა მაფიის“ წევრებს, მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
 
დღეს საღამოს კი მართლსაჯულებამ კიდევ ერთხელ დაგვცინა და პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც ბრალად ედებოდა დემურ სტურუას თვვითმკვლელობამდე მიყვანა, სასამართლომ გაამართლა. 
 
გელოდებით ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ ამ უსამართლო სისტემის დასრულების დროა. 
 
ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს !
 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...