მთავარისიახლეებიპოლიტიკავენეციის კომისიამ მიწასთან გაასწორა ოლიგარქის ე.წ. კონსტიტუციური ცვლილებები

ვენეციის კომისიამ მიწასთან გაასწორა ოლიგარქის ე.წ. კონსტიტუციური ცვლილებები

Published on

,,ვენეციის კომისიამ მიწასთან გაასწორა ოლიგარქის ე.წ. კონსტიტუციური ცვლილებები. ''- ასე ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნას საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
 
პარლამენტის  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია  იხტიბარს არ იტეხს , მაგრამ ირიბად აღიარებს, რომ  ხელისუფლების  ნაქები ცვლილებები  გადახედვას საჭიროებს. 
 
,,ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით გუნდში მუშაობა გაიმართება – გვაქვს მზაობა, მივიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილებები, -. განუცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს – ვენეციის კომისიის სხდომა დანიშნულია 16 ივნისს. მას პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრება. განხილული იქნება რამდენიმე პრინციპული საკითხი. ერთ-ერთი იქნება საარჩევნო სისტემა ბონუსებთან დაკავშირებით. შემდეგ გვექნება დამატებითი კონსულტაციები. საბოლოოდ, როგორც ფორმულირდება ვენეციის კომისიის მოსაზრებები, იმის შესაბამისად გვექნება კონსულტაციები, რათა არ იყოს პრინციპული წინააღმდეგობა. ვენეციის კომისიის წინასწარ მოსაზრებებში არ არის უარყოფითი შეფასება – არის დასაბუთებულობის მეტი მოთხოვნა“, – აცხადებს ეკა ბესელია. 
 
 ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა გუშინ გახდა ცნობილი. დოკუმენტის მიხედვით, კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მთელი რიგი შენიშვნები და რეკომენდაციები აქვს. 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...