მთავარისიახლეებისაზოგადოებავენეციის კომისია თვლის, რომ 35 წელი მეტისმეტად ახალგაზრდა ასაკია საკონსტიტუციო...

ვენეციის კომისია თვლის, რომ 35 წელი მეტისმეტად ახალგაზრდა ასაკია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნისთვის -ამ საქმეს უფრო ხანგრძლივი სამართლებრივი გამოცდილება

Published on

 
ვენეციის კომისია  ყურადღებას ამახვილებს კონსტიტუციის პროექტის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელშიც  ნათქვამია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან“.
 
კომისია თვლის, რომმიიჩნევს, რომ  35 წელი „საკმაოდ ახალგაზრდა ასაკია“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნისთვის და სასურველი იქნება უფრო ხანგრძლივი სამართლებრივი გამოცდილება.
რეკომენდებულია, რომ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის დანიშვნა კვალიფიციური უმრავლესობით მოხდეს, – ამის შესახებ ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ წინასწარი დასკვნის პროექტში საუბრობს. 
 
ამასთან, ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ არჩევამდე პროცედურა მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილი იქნას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მაღალი პროფესიული დონე. 
 

„საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე (ჯამში 9 მოსამართლე) არჩეულ უნდა იქნას პარლამენტის წევრების უმრავლესობით. რეკომენდებულია, თუ კონსტიტუციის პროექტში გათვალისწინებული იქნება უფრო ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართვა დანიშვნის პროცედურაში. რეკომენდებულია, რომ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის დანიშვნა კვალიფიციური უმრავლესობით მოხდეს. – ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში 
 
კონსტიტუციის პროექტის მე-60 მუხლის მე-6 პუნქტში ნათქვამია, რომ „დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამის არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში არ არის მიღებული. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამის არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში დაუშვებელია“. 
 
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ამ დებულების მიზანია თავიდან იქნას აცილებული საკონსტიტუციო სასამართლოს შეუფერებელი ჩარევა პოლიტიკურ პროცესში. 
 
როგორი ლეგიტიმური არ უნდა იყოს საარჩევნო პროცესის მანიპულირების თავიდან აცილების მიზანი, საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საკონსტიტუციო ორგანო, ნდობით უნდა იყოს აღჭურვილი თავისი როლი ითამაშოს. საარჩევნო კანონის სტაბილურობის დაცვის საჭიროებამ შეიძლება გაამართლოს იმის გამორიცხვა, რომ ამგვარი განჩინებები მიღებულია წინასაარჩევნო პერიოდში. მაგრამ არანაირი წესები სრულად არ უნდა იყოს გათავისუფლებული კონსტიტუციურობის კონტროლისგან. თუ ეს დებულება შენარჩუნდება, საჭირო იქნება მისი შეცვლა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შესძლებს იმ კანონმდებლობის გადასინჯვას, რომელიც მიღებული იყო მხოლოდ 12-თვიან ვადამდე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებამდე 60 დღით ადრე გამოცემული ნორმატიული აქტების კონტროლის გამორიცხვა უნდა გადაიხედოს. 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...