მთავარისიახლეებისამართალი,,ველოდებით გამოძიების დასრულებას. გამოძიება აქტიურ ფაზაშია“ - ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული დიანა...

,,ველოდებით გამოძიების დასრულებას. გამოძიება აქტიურ ფაზაშია“ – ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული დიანა ჟღენტი

Published on

ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული დიანა ჟღენტი კომენტარებს აკეთებს აშშ -ში  საქართველოს მოქალაეთა ჯგუფის დაკავებაზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ რეკეტის, გამოძალვის, თაღლითობის, ძარცვისა და სხვა მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით. 
 
დიანა ჟღენტის განცხადებით, 7 ივნისს, ნიუ-იორკის სამხრეთის ოფისის პროკურატურის მიერ გაკეთდა განცხადება, სადაც დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია, დაკავებულებისა და მათ მიმართ წაყენებული ბრალდებების შესახებ. 
 
,,გენერალური საკონსულო  მისი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურ კონტაქტშია სამართალდამცველ ორგანოებთან. სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობამდე დაკავებული პირები ითვლებიან უდანაშაულოდ და ველოდებით გამოძიების დასრულებას. გამოძიება აქტიურ ფაზაშია“, – განაცხადა დიანა ჟღენტმა.
 
ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელთაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.
 
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ქართველების სია ასე გამოიყურება: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....