მთავარისიახლეებისპორტიუეფამ 2019 წლის ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უარი გვითხრა

უეფამ 2019 წლის ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უარი გვითხრა

Published on

საქართველოს 2019 წლის ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უარი ეთქვა – ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, იმ სტადიონების და ქალაქების რიცხვი შეამცირა, რომლებიც 2018/2019 წლების სეზონზე, ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოდნენ
 
უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, მასპინძლობისთვის, საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანი, თურქეთი, შოტლანდია, გერმანია და ესპანეთი იბრძოდნენ, თუმცა მხოლო ესპანეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი დარჩნენ.  
 
უეფა თავის გადაწყვეტილების შესახებ სექტემბერში გამოაცხადებს. გარდა ევროპის ლიგის ფინალისა, სექტემბერშივე გახდება ცნობილი ჩემპიონთა ლიგის 2018/2019 წლების სეზონის ფინალისა და სუპერთასის ჩატარების ადგილიც.
 
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, „დინამო არენამ“ სუპერ თასს უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს, ორი ესპანური კლუბი – „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდნენ. თბილისში გამართული მატჩი, სუპერ თასის ისტორიაში, საუკეთესოდ დასახელდა

 

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...